ვინ იკლებს წონაში მარტივად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჭარბწონიანობა 21-ე საუკუნის სენია, რაც მრავალი მიზეზითაა გამოწვეული, მათ შორის კვების არასწორი რეჟიმით, ზედმეტად ცხიმიანი ან ტკბილი მენიუთი, მჯდომარე ცხოვრების წესით და ა.შ.

მოგეხსენებათ, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი განსაკუთრებით მიდრეკილია წონის მატებისკენ, მაშინ როცა სხვებს ტკბილეულის ზედმეტი დოზაც არ ასუქებთ.



ყველას გვყავს სამეგობროში თითო ადამიანი, რომელიც სულ ჭამს, მაგრამ სხეულზე არაფერი ეტყობა. ჩვენ გვიწევს დიეტების დაცვა, მინიმუმ ყოველ დღე ფეხით სიარული ან საფუძვლიანი ვარჯიში კვირაში რამდენჯერმე წონის დასარეგულირებლად, თუმცა არსებობენ ნიშნები, რომლებიც წვალების გარეშე თავისუფლდებიან ზედმეტი კილოგრამებისგან. წარმოგიდგენთ მათ ჩამონათვალს:



ტყუპები

ტყუპები საკმაოდ სწრაფად იკლებენ წონაში, რისი მიზეზიც  მათი ცხოვრების სტილია - მუდამ მოძრაობენ, ერთ ადგილას  ვერ ჩერდებიან, შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ ღამე რესტორანში ან კლუბში გადაათენონ და ქანცის გაწყვეტამდე იცეკვონ. ამ ნიშნით დაბადებულებს სწორედ მსგავსი აქტივობა ეხმარება წონის სწრაფად დაკლებაში. გილოცავთ, ტყუპებო, თქვენი ყველას შურს!

ქალწული

ქალწული ზომიერად მიირთმევს (აქვე ჩავურთავ, რომ ზოგადად ყველაფერში ზომიერებას ავლენს, რაც მისი საუკეთესო თვისებაა ) შესაბამისად მისი კუჭი მიჩვეული არ არის ბევრი საჭმლის ერთბაშად მიღება-გადამუშავებას, ამიტომ მისთვის მარტივია

 

ულუფების კიდევ უფრო შემცირება. რაც უფრო ნაკლებ კალორიას იღებს ქალწული, მით უფრო სწრაფად იკლებს. თუ, რა თქმა უნდა, არ გადაამლაშა და ორგანიზმს თვითგადარჩერნის ფუნქცია არ ჩაურთო, რომლის მიხედვითაც, სხეული ნელა წვავს ცხიმს, ცდილობს გამოიზოგოს, რადგან აშიმშილებენ და ენერგიის წყაროდ  სჭირდება.

მორიელი

მორიელს შეუძლია თავით გადაეშვას ნებისმერ საქმეში, რომელსაც აკეთებს და სულ დაავიწყდეს ჭამა; ისევე როგორც, შესაძლოა მთელი დღე სუსნაობას და კვებას დაუთმოს, თუ უსაქმოდაა ან დეპრესია აქვს. შესაბამისად,  ეს ნიშანი ისევე სწრაფად იმატებს, როგორც იკლებს. მისი დამოკიდებულება ცხოვრებაში მიმდინარე საკითხებისადმი, განსაზღვრავს მის წონასაც.

თევზები

იმის მიუხედავად, რომ თევზებისთვის ჭამა ანტიდეპრესანტადაა გადაქცეული - ტკბილეული კი, თამამად შეიძლება ითქვას, ცხოვრების აზრია, კარგად განვითარებული მეტაბოლიზმი აქვთ, რაც მიღებული საკვების სწრაფად მონელებაში ეხმარება. ამ ნიშნით დაბადებულის ფიზიოლოგია საშუალებას იძლევა, მალე მოიშოროს ზედმეტი კილოგრამები.

წყარო: astrologi.ambebi.ge

 
წაკითხვა 1054 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 21 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.