რა არ უნდა გავაკეთოთ 31 დეკემბერს

ახალი წელი მოდის და ნებისმიერი ჩვენგანის სურვილია, დამდეგი წელი ნაყოფიერი, ბარაქიანი და წარმატებული იყოს.

ეზოტერიკოსები კი თვლიან, რომ არსებობს გარკვეული რიტუალები და ჩვევები, რომლის დაცვაც აუცილებელია საიმისოდ, რომ მომავალ წელს ჩვენ ცხოვრებაში წარმატება მოვიზიდოთ. გთავაზობთ ნუსხას იმის შესახებ, თუ რა სახის ქმედებები გვეკრძალება 31 დეკემბერს. 



• არ შეიძლება ახალი წლის შეხვედრა ვალითა და ცარიელი საფულით. 
• არ არის მიზანშეწონილი ახალი წლის დამდეგს რეცხვა, ხეხვა, წვრილმანი შრომა. 
• თავი შეიკავეთ ნაგვის გადაყრისგან უშუალოდ ახალი წლის ღამეს.

• არ შეიძლება ახალი წლის შეხვედრა ქაოსში, არეულ ოთახში. 

• არ შეიძლება ახალი წლის ღამეს სამოსზე ღილების დაკერება. 
• არ არის რეკომენდებული ახალი წლის საღამოს ფეხსაცმლის შეკეთება. 
• არ შეიძლება ახალი წლის შეხვედრა მარტოობაში. 
• არ შეიძლება საახალწლო სუფრასთან მხოლოდ ქალები ისხდნენ. 
• ცუდი ნიშანია საახალწლო ღამეს ჭურჭლის დამტვრევა. 
• ცუდი ნიშანია ახალი წლის ღამეს თმის და ფრჩხილების მოჭრა. 
• არ შეიძლება ახალი წლის ღამეს ძველი ტანსაცმლის გადაგდება-გაჩუქება.
• არ შეიძლება ახალი წლის შეხვედრა ძველ სამოსში.
• ნუ ჩაიცვამთ შავი ფერის ტანსაცმელს. 
• ნუ გაახმოვანებთ თქვენს საახალწლო სურვილს.
 
 
წყარო :astrologi.ambebi.ge
 
წაკითხვა 1678 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 27 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.