ამ გვერდის ამობედვა

როგორი იქნება 2019 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით - რომელ სფეროებსა და რის წელში დაბადებულებს ელით წარმატება

რო­გო­რია 2019 წლის დე­ტა­ლუ­რი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზი ჩი­ნუ­რი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით.

ჩი­ნურ კა­ლენ­დარ­ში 2019 წელი გა­რე­უ­ლი ტა­ხის წე­ლია.

 

"ჩი­ნუ­რი მზის კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით ღო­რის წე­ლი­წა­დი იწყე­ბა 2019 წლის 4 თე­ბერ­ვალს. ჩი­ნურ კა­ლენ­დარ­ში ის წარ­მოდ­გე­ნი­ლია ინ მი­წით "ზე­ცი­ურ ღე­რო­ში" და ღო­რით - "მი­წი­ერ გან­ტო­ტე­ბა­ში". აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ღორი შე­ი­ცავს იან წყალ­სა და იან ხეს. " ბა­ძი­ში", რო­დე­საც ელე­მენ­ტი ზე­ცი­ურ ღე­რო­შია მო­სუ­ლი, ნიშ­ნავს იმას, რომ სწო­რედ ამ ელე­მენ­ტის თვი­სე­ბე­ბი იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად თვალ­სა­ჩი­ნო მო­ცე­მულ დრო­ის მო­ნაკ­ვეთ­ში. ინ მიწა ყვე­ლა­ზე მზრუნ­ვე­ლი და კე­თი­ლი ელე­მენ­ტია 5 ელე­მენ­ტთა შო­რის. ასე რომ, წე­ლიც გა­მოჩ­ნდე­ბა სტა­ბუ­ლუ­რი, რბი­ლი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, დახ­ვე­წი­ლი, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი. წინ წა­მო­წე­უ­ლი იქ­ნე­ბა ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, მზრუნ­ვე­ლო­ბი­სა და ერ­თგუ­ლე­ბის თე­მე­ბი, ასე­ვე სტა­ბი­ლუ­რო­ბა და პრაქ­ტი­კულ-მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი პირ­ვე­ლი შე­ხედ­ვით. სიღ­რმი­სე­უ­ლად კი უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში "ინ მიწა" ზის "ღორ­ზე", ანუ ძა­ლი­ან ძლი­ერ წყლის ცხო­ველ­ზე.

 

რას გვაძ­ლევს ეს, რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ: ღორი ინ ცხო­ველ­თა კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ნე­ბა, არა­და მას­ში შე­მა­ვა­ლი ელე­მენ­ტე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­პი­რის­პი­როს მი­უ­თი­თე­ბენ, ღორი თა­ვის თავ­ში 2 ზე­ცი­უ­რი ელე­მენ­ტის მა­ტა­რე­ბე­ლია: დო­მი­ნანტ ჩის - იან წყლის, ხოლო მე­ო­რად ჩის - იან ხის. იან ხე ინ მი­წას­თან შე­დის შერ­წყმის კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში და ინ მი­წად გარ­და­იქ­მნე­ბა, ანუ თა­მა­ში­დან გა­დის, სა­ბო­ლო­ოდ გვრჩე­ბა ინ მიწა იან წყალ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ინ მი­წამ კი ვი­თომ­და უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლოს იან წყა­ლი. რა ხდე­ბა აქ: ინ მიწა ბა­ძი­ში ეს იგი­ვე ბა­ღის მი­წაა: ნა­ყო­ფი­ე­რი, ნოყი­ე­რი, ნაზი, დახ­ვე­წი­ლი.. მიწა 5 ელე­მენ­ტის ციკ­ლის მი­ხედ­ვით აკონ­ტრო­ლებს წყალს, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში წყა­ლი იან ვექ­ტო­რით არის, ანუ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი, იგი­ვე ზღვა, ოკე­ა­ნე, რომ­ლის გა­კონ­ტრო­ლე­ბაც მხო­ლოდ იან მი­წას (ანუ მთას) ძა­ლუძს! ნაზ და ნა­ყო­ფი­ერ ინ მი­წას მისი გა­კონ­ტრო­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად არ შე­უძ­ლია.

 

რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, გა­მო­ვა ასე­თი სუ­რა­თი: ამ­ღვრე­უ­ლი ჭუ­ჭყი­ა­ნი წყა­ლი, ქვი­ში­ა­ნი ნა­პი­რი, რო­მე­ლიც ის­რუ­ტავს წყალს ან სუ­ლაც ჩა­ძი­რუ­ლი მიწა. ახლა გან­ვი­ხი­ლოთ, რას წარ­მო­ად­გენს წყლის ელე­მენ­ტი: პირ­ველ რიგ­ში ეს ინ­ფორ­მა­ცი­აა, სა­უ­ბა­რი, ასე­ვე ინ­ტუ­ი­ცია. შიში, ში­ნა­გა­ნი გან­ცდე­ბი, შეგ­რძნე­ბე­ბი, თავ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბა, დეპ­რე­სი­უ­ლო­ბაც, რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ინ­ფორ­მა­ცია რო­დე­საც ის ამ­ღვრე­უ­ლი წყლით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი: ძნე­ლი გა­სარ­ჩე­ვი იქ­ნე­ბა ტყუ­ი­ლი და მარ­თა­ლი, ინ­ტუ­ი­ცია კი არც თუ ისე უშეც­დო­მო.

 

ამ წელს ძა­ლი­ან ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ტყუ­ე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ტენ­დენ­ცია იყოს საქ­მის გარ­ჩე­ვე­ბის, სკან­და­ლე­ბის, ვი­ღა­ცამ ვი­ღა­ცას უღა­ლა­ტა, "ფე­ხის და­დე­ბე­ბის"... სწო­რედ იმი­ტომ რომ წყა­ლი ჭუ­ჭყი­ა­ნია. ხალ­ხი თა­ვის მხრივ არ იქ­ნე­ბა აგ­რე­სი­უ­ლი და ჯი­უ­ტი, რო­გო­რიც იან მი­წის წელს იყო 2018. ანუ მე­ტად კომ­პრო­მი­სებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ინ მი­წის ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მაგ­რამ წყალ­ქვე­შა შე­ჯა­ხე­ბე­ბი და და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის ტენ­დენ­ცია ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, რომ ღო­რის წყა­ლი ძა­ლი­ან მოძ­რა­ვია და ცვა­ლე­ბა­დი. ის ასე­ვე მოგ­ზა­ურ ცხენ­თა კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა. და ისიც, რომ წყა­ლი და მიწა კონ­ტრო­ლის ანუ შე­ჯა­ხე­ბა­ში არი­ან ერ­თმა­ნეთ­თან, გა­ამ­ძაფ­რებს წლის ცვა­ლე­ბად და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით სავ­სე ხა­სი­ათს.

 

სტი­ქი­ურ უბე­დუ­რე­ბე­ბი­დან კვლა­ვაც აქ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა მი­წისძვრე­ბის და ასე­ვე წყალ­დი­დო­ბე­ბის, ნი­აღ­ვრე­ბი­სა და მე­წყე­რე­ბის, ანუ წყლის კა­ტას­ტრო­ფე­ბის ტენ­დენ­ცია.წყა­ლი 5 ელე­მენ­ტთა სის­ტე­მა­ში ზამ­თარს წარ­მო­ად­გენს, რის გა­მოც ადა­მი­ან­თა ენერ­გე­ტი­კა შე­და­რე­ბით კლე­ბის­კან წავა, რად­გან ცე­ცხლი, რო­მე­ლიც ენერ­გე­ტი­კას ოპ­ტი­მიზმს და სი­ხა­რულს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, 2025 წლამ­დე სა­ერ­თოდ წა­სუ­ლია. ამის გამო ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა ენერ­გე­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ცი­გუ­ნი­სა და იო­გის გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით. ჯანმთე­ლო­ბა­ში სუს­ტი რგო­ლი იქ­ნე­ბა: კუჭ­ნაწ­ლა­ვი (მი­წის სტი­ქია) შარ­დსა­ს­ქე­სო (წყლის სტი­ქია) და გულ­სის­ხლძარ­ღვთა (ცე­ცხლის სტი­ქი­ის და­ნაკ­ლი­სი)... სის­ტე­მე­ბი.

 

რო­მე­ლი პი­როვ­ნე­ბის ელე­მენ­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან ფა­ვო­რი­ტე­ბი 2019 (ზო­გა­დი და­ხა­სი­ა­თე­ბა)

 

ხის სტი­ქი­ის­თვის, მიწა ფუ­ლის ელე­მენ­ტია. ვი­ნა­ი­დან ხე აკონ­ტრო­ლებს მი­წას. შე­სა­ბა­მი­სად, 2019-ში ზე­ცი­ურ ღე­რო­ში მო­სუ­ლი მი­წის ელე­მენ­ტი ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად ხის ელე­მენ­ტით და­ბა­დე­ბულ­თათ­ვის ფუ­ლის მომ­ტა­ნი უნდა იყოს. (აქ კი­დევ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პი­როვ­ნე­ბის ელე­მენ­ტთა სიმ­ძლავ­რე, ამი­ტომ ეს მა­ინც ზო­გა­დი ტენ­დენ­ცი­ე­ბია) დარ­გე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბენ ხის ენერ­გი­ას ეს არის ხე­ლოვ­ნე­ბა, წიგ­ნე­ბი, გა­ნათ­ლე­ბა, მცე­ნა­რე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სე­ბი და ასე­ვე მოდა. ამ ინ­დუსტრი­ებს ელით გან­ვი­თა­რე­ბა, მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლებ­საც სურთ გახ­სნან სა­კუ­თა­რი სკო­ლა, ან ეძე­ბონ მას­წავ­ლებ­ლის სა­მუ­შაო ად­გი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად გა­უ­მარ­თლებთ. ხის და მი­წის ინ­დუსტრი­ე­ბი პროგ­რე­სუ­ლად გან­ვი­თარ­დე­ბი­ან 2019-ში. მე­ო­რე კარ­გი ინ­დუსტრია შე­იძ­ლე­ბა იყოს მიწა. ვი­ნა­ი­დან იგი იპყრობს წყალს ანუ აკონ­ტრო­ლებს წყალს. წყა­ლი მი­წის­თვის ფუ­ლის ელე­მენ­ტია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მიწა გა­ი­ფურ­ჩქნე­ბა: უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, და­ზღვე­ვა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მი­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, მარ­მა­რი­ლოს და ქვე­ბის ბიზ­ნე­სე­ბი. ხის პი­როვ­ნე­ბის ელე­მენ­ტის­თვი­საც ზო­გა­დად, კარგ და­პი­რე­ბებს იძ­ლე­ვა ეს წელი.

 

ცე­ცხლის წარ­მო­ე­ბაც იქ­ნე­ბა აქ­ტი­უ­რი, რად­გან ცე­ცხლი წარ­მო­შობს მი­წას, ენერ­გე­ტი­კა, ფი­ნან­სე­ბი, გარ­თო­ბა. ზო­გად 2019 წელი წყლი­სა და ცე­ცხლის სტი­ქი­ე­ბის­თვის აფ­რე­ნა - დაფ­რე­ნის ტენ­დენ­ცი­ებს მო­ას­წა­ვებს. ანუ იქ­ნე­ბა ტურ­ბუ­ლა­ცი­ე­ბი და ამის გამო სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბე­ბი და სწრა­ფი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის უნა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცე­ცხლის პი­როვ­ნე­ბის ელე­მენ­ტის­თვის და ასე­ვე ცე­ცხლის წელ­ში და­ბა­დე­ბულ­თათ­ვის ღორი წარ­მო­ად­გენს ენერ­გი­ას (კე­თილ­შო­ბი­ლის) - იგი­ვე ან­გე­ლო­ზის მფარ­ვე­ლო­ბა, მას ხში­რად მო­აქვს პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტა და სი­ტუ­ა­ცი­ას ხდის მე­ტად კომ­ფორ­ტულს.

 

წყლის სტი­ქი­ით წარ­მოდ­გე­ნილ დარ­გებს ექ­ნე­ბათ დიდი კონ­კუ­რენ­ცია 2019 წელს: სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ბარ­გის გა­და­ზიდ­ვა, ტრან­სპორ­ტი, კო­მუ­ნი­კა­ცია, სა­ზღვაო სატ­რან­სპორ­ტო და ა.შ. ეს მხა­რე ფი­ნან­სუ­რად შე­სუს­ტდე­ბა, რად­გან წლის ელე­მენ­ტის­თვის ფუ­ლის ელე­მენტს ცე­ცხლი წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც რო­გორც ვთქვით, 2025 წლამ­დე გამ­ქრა­ლია ჩი­ნუ­რი კა­ლენ­დრის სის­ტე­მის მი­ხედ­ვით. მე­ტა­ლიც არ იქ­ნე­ბა სა­ხარ­ბი­ე­ლოდ (მე­მან­ქა­ნე­ო­ბა, მე­ტა­ლის გა­და­მუ­შა­ვე­ბა და მისი მო­პო­ვე­ბა, სა­ბან­კო საქ­მე, იუ­რი­დი­უ­ლი, სამ­თავ­რო­ბოც, ისი­ნი აქ­ტი­უ­რად იქ­ნე­ბი­ან, რად­გან წყა­ლი მე­ტა­ლის პრო­დუქ­ტია, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ხე (მე­ტა­ლის ფუ­ლის ელე­მენ­ტი) ასე­ვე დე­ფი­ცი­ტშია, ფული არ იქ­ნე­ბა ამ სფე­რო­ებ­ში. ან თუ იქ­ნე­ბა, ძნე­ლად მო­სა­პო­ვე­ბე­ლი.

 

სა­ერ­თოდ, ღო­რის წერ­ლი იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი და მოშ­ვე­ბუ­ლი ერთი შე­ხედ­ვით და მღელ­ვა­რე, მა­ტყუ­ა­რა და სა­ხი­ფა­თო შიდა დი­ნე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში კი შე­საძ­ლოა, იყოს ფა­რუ­ლი კონ­ფლიქ­ტუ­რო­ბა.

 

ცხო­ვე­ლე­ბის მოკ­ლე ანა­ლი­ზი

გვე­ლი, კურ­დღე­ლი თხა, ვე­ფხვი, ამ ცხო­ვე­ლე­ბით 2019 წელი დიდი პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის წელი იქ­ნე­ბა. უნდა აღი­ნიშ­ნოს გვე­ლის შემ­თხვე­ვა­ში ეს ცვლი­ლე­ბე­ბი შე­და­რე­ბით სტრე­სუ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან მას 2019 შე­ჯა­ხე­ბა აქვს წლის მთა­ვარ ენერ­გი­ას­თან ღორ­თან, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ ტურ­ბუ­ლა­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს. ამი­ტომ, მოგ­ზა­უ­რო­ბებ­სა და სი­ტუ­ა­ცი­ის შეც­ვლებ­ზე არ უნდა თქვას გველ­მა უარი, რომ და­დე­ბი­თად გა­ა­თა­მა­შოს ეს შე­ჯა­ხე­ბა, მაგ­რამ არ არის ნე­ბა­დარ­თუ­ლი არა­ნა­ი­რი რის­კი, ექ­სტრი­მი, სწრა­ფი მგზავ­რო­ბა და ჯო­ბია მგზავ­რო­ბაც და­დე­ბით თა­რი­ღებს და­ამ­თხვი­ოს. ასე­ვე არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი მის­თვის ჩრდი­ლო და­სავ­ლეთ მი­მარ­თუ­ლე­ბით მოგ­ზა­უ­რო­ბა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ის­სა და ნო­ემ­ბერ­ში. პრობ­ლე­მუ­რი ცხო­ვე­ლია ასე­ვე ღორი, ანუ ბა­ძი­ში ორი ღო­რის ერ­თად მოხ­ვედ­რა ნიშ­ნავს კომ­ბი­ნა­ცი­ას, თვით­დას­ჯას, რო­მე­ლიც ვლინ­დე­ბა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­დო­ბა­ში, მღელ­ვა­რე­ბა­ში, იმედ­გაც­რუ­ე­ბა­სა და დის­ჰარ­მო­ნი­ა­ში. სა­ში­ში არა­ფე­რია, უბ­რა­ლოდ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ადა­მი­ან­მა კონ­ტრო­ლი და­უ­წე­სოს სა­უ­ბარს, რათა არ წა­მოც­დეს ზედ­მე­ტი, და შემ­დგომ არ ინა­ნოს. ეს ტენ­დენ­ცია უფრო გამ­ძაფ­რდე­ბა თუ ბა­ძის რუ­ქა­ში უკვე არ­სე­ბობს გვერ­დიგ­ვერდ ორი ღო­რის იე­როგ­ლი­ფი".

 

წყარო: ambebi.ge

წაკითხვა 1118 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 02 2019