March 29, 2024

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ვერძი

შეამცირეთ ხარჯი და კონტაქტი იმ ადამიანებთან, ვინც უსიამოვნებებს გიქმნით. ზოგიერთს შემოსავლის დამატებითი წყარო გამოუჩნდება.

 
კურო 
საღამომდე აქტუალური იქნება დისციპლინა და სიმშვიდე. თუ ზუსტად იცით რა გსურთ, ვერავინ შეგიშლით ხელს სასურველის მიღწევაში. გაგაოცებთ ზოგიერთი მეგობრის ქცევა. 



ტყუპი
კონტატქებით, ინფორმაციებით ახალი იდეების განხილვით დატვირთული დღე გელით. გაიუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან, იმათთან, ვისგანაც მატერიალურ სარგებელს ელით. 



კირჩხიბი
გადახედეთ გარემოცვას, საქმეებს, რომლებმაც სასურველი შედეგი ვერ მოგიტანათ და დიპლომატიურად დაემშვიდობეთ მათ. წინ იყურეთ ოპიმიზმით, გამოგიჩნდებათ სპონსორი, ინვესტორი. 



ლომი
მშვიდად და დაკვირვებულად აკეთეთ თქვენი საქმე. სამსახურში მიმდინარე საკითხები კოლეგებთან ერთად განიხილეთ, ოჯახის წევრებთან - შინაურული. ზოგიერთს დაწინაურება ელის. 



ქალწული
ცვლილებები გსურთ. ზოგმა შეიძლება საკუთარი ბიზნესის დაწყება მოისურვოს. ზოგიერთი მოგზაურობაზე დაფიქრდება, ზოგიც - ემიგრაციაზე. 



სასწორი 
ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას გაიაზრეთ, რა სურს მას თქვენგან რეალურად და თქვენ მისგან, ღრუბლებში ფრენას მოეშვით. დაკვირვება გმართებთ კრედიტებთან, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას. 



მორიელი
გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას, ახლობლებთანაც კი, კარტებს ბოლომდე ნუ გაშლით. იზრუნეთ პროფესიულ რეპუტაციაზე. საჭირბოროტო საკითხები დაკვირვებით მოაგვარეთ. კანონმორჩილ მორიელებს საფრთხე არ ემუქრებათ. 



მშვილდოსანი
დღეს ბევრი საქმე და ვალდებულება გექნებათ შესასრულებელი (სამსახურებრივი და საოჯახოც). თუ დაკვირვებულად და პატიოსნად იმოქმედებთ, კარგ შედეგს მიიღებთ. მოერიდეთ შიმშილობას და კუჭის გადატვირთვას. 

 


თხის რქა
განსაკუთრებული დაკვირვება და ყურადღება გმართებთ. უმნიშვნელო ცრუ დეტალმაც კი შეიძლება თავდაყირა დაგიყენოთ ყველაფერი. ზოგიერთი განსაკუთრებულად მომთხოვნი იქნება საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების მიმართ. 



მერწყული
ბიუჯეტის და საოჯახო ვალდებულებების თემები წამოიწევს წინ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ თავისუფალი დრო არ დაგრჩებათ. თქვენ მიზანმიმართული უნდა იყოთ და არა მეოცნებე. 



თევზები
კარგი დღე ელით მას, ვისაც დღეს მშვიდი საქმეების შესრულება მოუწევს. ეცადეთ, ყველაფერი, რასაც დღეს გააკეთებთ, ნამუსიანად დაასრულოთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის. მეტი მზრუნველობა გმართებთ ნათესავებისა და კოლეგების მიმართ.

 

astrologi.ambebi.ge
წაკითხვა 1275 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.