March 28, 2024

5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ვერძი ეცადეთ, ცალკეული პაზლიდან ერთი მთლიანი სურათი შექმნათ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

 
კურო პარტნიორულ ურთიერთობებში ოქროს შუალედი უნდა გამოძებნოთ. გამონახეთ დრო ბავშვებთან ურთიერთობისთვის. იყავით მიმზიდველი საწინააღმდეგო სქესისთვის. 

ტყუპი ნებისმიერ საქმეს დაკვირვებით და პრაქტიციზმით უნდა მიუდგეთ. მუშაობის, ურთიერთობის მაღალ საფეხურზე უნდა გადახვიდეთ. 

კირჩხიბი მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, გარშემო მყოფებზეც უნდა იზრუნოთ. შეიძლება დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეგეცვალოთ განწყობა, საქმეები. ნათესავებს მხოლოდ კონკრეტული საქმის გამო შეხვდით. 

ლომი ყურადღება გმართებთ, როცა საქმე ფინანსებსა და უძრავ ქონებას ეხება. ეცადეთ, სამუშაო განრიგი ისე შეადგინოთ, რომ ოჯახისთვისაც დაგრჩეთ დრო. ნუ შეიძენთ უსარგებლო ნივთებს. 

ქალწული რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად მოგიწევთ ბრძოლა. შეხვედრების, კონტაქტების დღეა. შეიძლება ახალი გავლენიანი მეგობრებიც გაიჩინოთ. ზოგიერთს დახმარებას ერთგული მეგობრები და ნათესავები გაუწევენ. 

სასწორი მარტოს სირთულეებთან გამკლავება გაგიჭირდებათ. ეცადეთ, გვერდით ერთგული ადამიანები გყავდეთ. თუმცა, საიდუმლოებებს ყველას ნუ გაანდობთ. განსაკუთრებით ფინანსურს. 


მორიელი თუ მშვიდი და თანმიმდევრული იქნებით, ყველა საქმეს მარტივად გაართმევთ თავს. ეცადეთ, აკონტროლოთ სიტუაცია, მაგრამ არ ჩაერიოთ მოვლენებში. ხშირად შეეხმიანეთ თანამოაზრეებს. 

მშვილდოსანი კარგი შედეგი რომ მიიღოთ, სწორი არჩევანი უნდა გააკეთოთ. დღის განრიგი ისე შეადგინეთ, რომ დასვენებისა და საყვარელ ადამიანებთან გართობის დროც დაგრჩეთ. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას მომსახურების სფეროს თანამშრომლებთან. 

თხის რქა კარგი დღეა ურთიერთობის გასაუმჯობესებლად როგორც საქმიან პარტნიორებთან, ასევე საყვარელ ადამიანთან და ახლობლებთან. ნუ ხართ ყველაფრით უკმაყოფილო; დატკბით მიღებული შედეგით. 

მერწყული მარტივად მოაგვარებთ სირთულეებს. მთავარია, არ დაარღვიოთ წესები. იყავით ორგანიზებული და გეგმის მიხედვით იმოქმედეთ. უპირატესობა მიანიჭეთ პრაქტიკულობას, ხარისხს. 

თევზები ეცადეთ, დროებითმა სირთულეებმა განწყობა არ გაგიფუჭოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორეებთან. კამათისას პირად შეურაცხყოფაზე ნუ გადახვალთ. ცოლქმრულ ურთიერთობაში ნათესავები არ ჩარიოთ.

astrologi.ambebi.ge

წაკითხვა 1855 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.