April 25, 2024

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

 2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი:

ვერძი

მუშაობისას არ გამოგრჩეთ მცირე დეტალებიც კი. მნიშვნელოვანი დღე ელით მომსახურების სფეროს თანამშრომლებს და მათ, ვისაც შინაური ცხოველები ჰყავს. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას. 


კურო
გააუმჯობესეთ ურთიერთობა არსებულ პარტნიორებთან და კოლეგებთან. ახალი იდეების განხორციელებას დღეს ნუ დაიწყებთ. არ დაგრჩეთ არსად საბუთები და საფულე. არავის მოახვიოთ თავს საკუთარ გემოვნება და მოთხოვნები. 



ტყუპი
დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. უსიამოვნებები გელით გარშემო მყოფებთან, თუ არ მოეშვებით მათ პროვოცირებას. ნუ შეიძენთ კოსმეტიკას და სამოსს. 



კირჩხიბი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. გაიუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან. შეინარჩუნეთ ის პოზიცია, რაც ახლა გაქვთ. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. 



ლომი
კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები, მაგრამ დღეს არაფერი ახალი საქმე არ დაიწყოთ. ფული მოზომილად ხარჯეთ. ფინანსებს ნუ გაფლანგავთ. 



ქალწული
მნიშვნელოვანი დღე ელით საპასუხისმგებლო პოსტზე მომუშავე ნიშნებს. მეტი დრო დაუთმეთ სწავლას, ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, გაღიზიანებულ ადამიანებთან ურთიერთობას. 



სასწორი
ზოგიერთი ადამიანით და შეხვედრით უკმაყოფილო იქნებით. ფულის გადარიცხვისა და საბუთების გაგზავნის დროს მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ. ზომიერება - კვებაში. 



მორიელი
მუშაობისას ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. წვრილმანების გამო ნუ მოცდებით სწავლას. დღეს ახალი იდეები მხოლოდ განიხილეთ, ახალი საქმეები არ დაიწყოთ. 



მშვილდოსანი
დღეს არავის წინააღმდეგ არ წახვიდეთ. პრობლემების მოგვარებაში გარშემო მყოფების დახმარება დაგჭირდებათ. დააფიქსირეთ საკუთარი მოსაზრება და პატივი ეცით სხვის პოზიციას. სერტიფიკატების ნაცვალად თქვენი ცოდნა წარმოაჩინეთ. 



თხის რქა
მოერიდეთ გაუგებრობას გარშემო მყოფებთან, დოკუმენტაციის (სამედიცინო) გაფორმებისას, მარშრუტის არჩევისას. ყურადღებით განიხილეთ კოლეგებთან ერთად მიმდინარე საკითხები. 



მერწყული
უამრავ საქმესა და ვალდებულებაში მნიშვნელოვანი უნდა გამოარჩიოთ და მას მიანიჭოთ უპირატესობა. გარშემო მყოფებთან ურთიერთობა მაქსიმალურ დაკვირვებსა და მოთმინებას მოითხოვს თქვენგან. 



თევზები
გარშემო მყოფებთან მშვიდი დიალოგი და ურთიერთობა გმართებთ. მშვიდად შეხვდით კრიტიკასა და ირონიასაც კი. სხვა დღისთვის გადაიტანეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმება. დღეს არ დაიწყოთ ახალ პროექტებზე მუშაობა.

წაკითხვა 942 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.