April 18, 2024

მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

მიხეილ ცაგარელის კვირის (29 ივლისი – 4 აგვისტო) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

 

ვერძი – მეტად წარმატებული კვირაში საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, გაგიუმჯობესდებათ განწყობა და მოიმატებს ოპტიმიზმი, გონებამახვილობისა და მდიდარი ფანტაზიით წყალობით კი, მარტივად შეძლებთ ახალი იდეების ჩამოყალიბებას და რეალიზებას, არ გაგიჭირდებათ მიმდინარე მოვლენების ობიექტურად შეფასება, გარშემომყოფთა ზრახვების, სურვილების გამოცნობა და თქვენს სასიკეთოდ გამოყენება. მთავარია, გამოიჩინოთ მოთმინება, ლოიალობა სხვათა მიმართ და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. კარგი პერიოდია გააქტიურებისა და ინიციატივის გამოსაჩენად, ძველი პოზიციების დასაბრუნებლად და გავლენის სფეროების გასაფართოვებლად, რაც ხელს შეუწყობს კარიერულ ზრდას და შემდგომ წარმატებებს.

 

კურო – საკმაოდ პოზიტიურ კვირაში გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, ობიექტურად შეაფასებთ მიმდინარე მოვლენებს და მშვიდად შეხვდებით სირთულეებს, რომელთა დაძლევაში ცოდნა და მდიდარი გამოცდილება დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია გავლენიანი მფარველების მოსაძიებლად, გარკვეული ფინანსური დოტაციების მოსაპოვებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. გაითვალისწინეთ, რომ მომდევნო კვირა ბევრად რთული იქნება, ამიტომ უმჯობესია ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა ახლა მოაგვაროთ.

 

ტყუპები – წინა კვირასთან შედარებით ბევრად მშვიდ და სტაბილურ კვირაში, სწრაფად გაერკვევით მიმდინარე მომვლენებში, მარტივად მონახავთ თქვენთვის ხელსარელ მოქმედების მოდელს და მარტივად დაძლევთ ყველა პრობლემას. მთავარია, აკონტროლოთ ბიუჯეტი, რადგან მოულოდნელი ხარჯი უფრო მეტი გექნებათ, ვიდრე შემოსავალი. გაითვალისწინეთ მეგობართა, ახლობელთა რჩევები, რადგან მხოლოდ მათი დახმარებით შეძლებთ კარიერულ წინსვლას და პროფესიულ განვითარებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ახალი შთაბეჭდილებების და გავლენიანი პარტნიორების შესაძენად, რომლებიც მაქსიმალურად შეგიწყობენ ხელს შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებაში.

 

კირჩხიბი – მართალია, საკმაოდ დინამიურ კვირაში დამოუკიდებლად მოგიწევთ ყველა პრობლემის დაძლევა, მაგრამ მაინც არ ღირს გადატვირთვა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოერიდეთ ახალი პროექტების დაწყებას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, უმჯობესია დაასრულოთ ძველი საქმეები და მოაწესრიგოთ ძველი უთანხმოება ახლობლებთან.

 

ლომი – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, მიმდინარე მოვლენების ობიექტურად შეფასებას და დიდი ხნის ჩანაფიქრის რეალიზებას, თანდაყოლილი ქარიზმა და მომზიბვლელობა კი, გარშემომყოფთა გეთილგანწყობის მოპოვებასა და საპირისპირო სქესის პარტნიორთა მოზიდვაში დაგეხმარებათ. არაა გამორიცხული მოულოდნელად მიიღოთ ინფპორმაცია, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. მთავარია, არ იზარმაცოთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა დადებითი შესაძლებლობა, რადგან წლის მანძილზე ყველაზე იღბლიანი პერიოდი იწყება, როცა ძველი უთანხმოების გარკვევასაც შეძლებთ და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც, მარტივად განახორციელებთ ნებისმიერი იდეას და აისრულებთ ყველა ოცნებას.

 

ქალწული – წინა კვირასთან შედარებით ბევრად სტაბილურ კვირაში აუცილებლად მოიპოვებთ მეგობრების მხარდაჭერას, რომლებიც მაქსიმალურად დაგეხმარებიან პრობლემების დაძლევაში. მთავარია, არ აჰყვეთ ემოციებს, იმოქმედოთ საღი გონებით და ეცადოთ არ გადაიტვირთოთ, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით და მაქსიმალურად მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს.

 

სასწორი – პოზიტიურ და საკმაოდ მშვიდ კვირაში საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოულოდნელად განვითარებული მოვლენები კი, სასიკეთოდ შეცვლიან თქვენს პირად ცხოვრებას. მთავარია, ყურადღება მიაქციოთ გარშემომყოფებს და ზუსტად განსაზღვროთ, ვისი ნდობა შეიძლება და ვინ ნაკლებად იმსახურებს თქვენს კეთილგანწყობას. კარგი პერიოდია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და კოლექტიური მუშაობისთვის, ახალი ნახცნობების შესაძენად და საინტერესო კონტაქტების დასამყარებლად.

 

მორიელი – მეტად აქტიურ და საქმიან კვირაში სწრაფად დაძლევთ ყველა პრობლემას და მარტივად გაიუმჯობესებთ ფინანსურ მდგომარეობას. თუმცა, არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური  მდგომარეობა. კარგი პერიოდია ახალი საქმის დასაწყებად ან სამსახურის მოსაძიებლად, ძველი პროექტების დასასრულებლად და დიდი ხნის ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

 

მშვილდოსანი – აქტიურ და მეტად იღბლიან კვირაში იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, გაძლიერდება ენთუზიაზმი და ბევრად ოპტიმისტურად შეხედავთ მომავალს. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად და ცოდნის გასაღრმავებლად, საინტერესო ადამიანების გასაცნობად და კონტაქტების გასაფართოვებლად, გრშემომყოფთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, გავლენის სფეროების გასაფართოვებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 

თხის რქა – წინა კვირასთან შედარებით ბევრად ჰარმონიულ კვირაში იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, მარტივად დაძლევთ ყველა პრობლემას და იმ რთულ საკითხებსაც მოაგვარებთ, რომელთან გამკლავებაც მანამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. მთავარია აკონტროლოთ ბიუჯეტი, არ აჰყვეთ ცდუნებას და არ ხარჯოთ ფინანსური რესურსები ფუჭად. ნუ ენდობით საეჭვო ადამიანებს და გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა.

 

მერწყული – აქტიურ და მეტად პოზიტიურ კვირაში საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ საუკეთესო თვისებების გამოვლენას და გარშემომყოფთა პატივისცემის დამსახურებას, არ გაგიჭირდებათ არც გავლენიანი მფარველების მოძიება, რომლებიც მაქსიმალურად დაგეხმარებიან პროექტების განხორციელებასა და პროფესიულ განვითარებაში. არაა გამორიცხული აღადგინოთ ძველი ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან ან გაგიტაცოთ ახალმა რომანტიკულმა თავგადასავალმა.

 

თევზები – წინა კვირასთან შედარებით ბევრად მშვიდ და ჰარმონიულ კვირაში მარტივად მოაწესრიგებთ ძველ უთანხმოებას კოლეგებთან და სასიყვარულო პარტნიორთან, რაც თვითრწმენას შეგმატებთ და საკუთარი სურვილების გარკვევაში დაგეხმარებათ. მთავარია, არ გადაიღალოთ და მოერიდოთ საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა, სწრაფად დაიღლებით და არაა გამორიცხული გახდეთ ავადაც.

 

გეომაგნიტური დღეები – 29 და 31 ივლისი, 1 და 3 აგვისტო.

 

fortuna.ge

წაკითხვა 1081 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.