ამ გვერდის ამობედვა

პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი:

ვერძი - გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა ახლობლებთანაც კი. მაქსიმალურად მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, ძველი კავშირების აღდგენას. ეს დღე მშვიდ გარემოში გაატარეთ. 


კურო - დღეს ნუ დაგეგმავთ ახალი პროექტების დაწყებს. უმჯობესია, მხიარული წვეულება მოაწყოთ და მეგობრებთან ერთად იმხიარულოთ. 



ტყუპი - გადახედეთ წარსულს, გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნები და დასახეთ სამომავლო გეგმა. ზოგიერთს საინტერესო ადამიანთან ელის შეხვედრა. ერთმანეთს ახალი იდეები გაუზიარეთ. 



კირჩხიბი - სასიამოვნო ადამიანებთან შეხვედრა გაგაბედნიერებთ და ენთუზიაზმით აგავსებთ. დაისვენეთ, დატკბით თავისუფლებით და პოზიტივით დაიმუხტეთ. 



ლომი - არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ. ნუ მოითხოვთ თანამშრომლებისგან საქმეების შესრულებას. ახლო მანძილზე მოგზაურობაც კი განწყობას გაგიუმჯობესებთ. 



ქალწული - აკონტროლეთ ემოციები და "გაატარეთ" უსიამოვნებები. მოერიდეთ თქვენ მიმართ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას. 



სასწორი - რაც უფრო ჰარმონიული და ღიმილიანი იქნებით, მით უკეთესია თქვენთვის. იყავით კეთილგანწყობილი ადამიანების მიმართ და ისინიც ამგვარად გიპასუხებენ.



მორიელი - მშვიდად გაატარეთ დღევანდელი დღე. მხოლოდ აუცილებელი ვალდებულებები შეასრულეთ. თუ ადამიანებს ერთი მოსმენით ვერ აგებინებთ, მშვიდად აუხსენით რამდენჯერმე. 



მშვილდოსანი - დააკვირდით დეტალებს, არაფერი ისეთი არ თქვათ, რითაც გულს ატკენთ გარშემო მყოფებს. გულით იმოქმედეთ და რაც მთავარია, ღიმილით. 



თხის რქა - ახალ ინფორმაციებს გაიგებთ და შეიძლება ახალი შესაძლებლობებიც გამოგიჩნდეთ, მაგალითად საზღვარგარეთ გამგზავრების, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. 



მერწყული - ზრდილობის გამო უსიამოვნო ადამიანებსაც კი ღიმილით უნდა უსმინოთ. მაქსიმალურად მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ბუნებაში. 



თევზები - დღეს მწარე სიმართლეც უნდა მოისმინოთ და რჩევებიც. საღამოს გემრიელი ვახშამი მოამზადეთ და მეგობრებს, ახალგაცნობილებს უმასპინძლეთ. 

 

astrologi.ambebi.ge

წაკითხვა 828 ჯერ