ამ გვერდის ამობედვა

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი:

 

ვერძი - საკუთარი მოსაზრებები დელიკატურად გამოთქვით ხოლმე. აი, საყვარელი ადამიანისთვის კი კომპლიმენტებს ნუ დაიშურებთ. ხშირად გაიღიმეთ და ახლობლებიც ამხიარულეთ. 


კურო - ახალ საქმიანობაში ჩართვის დღეა. არ იზარმაცოთ, იშრომეთ და ყველაფერი აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. განმარტოებისა და საკუთარ თავში გასარკვევად საღამო შეარჩიეთ. 



ტყუპი - სასიამოვნო სიახლეები გელით. სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შეტრიალდება. თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ სათქმელი გამოიყენეთ სოციალური ქსელები. 



კირჩხიბი - გადადგით მცირე, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯი, საკუთარი მიზნების მისაღწევად. გამონახეთ დრო ჯანმრთელობის, განწყობის გასაუმჯობესებლად. 



ლომი - ნუ აჩქარდებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. წინასწარ შეადგინეთ მოქმედების გეგმა და გაითვალისიწენთ ყველა დეტალი. მცირე ფიზიკური აქტიურობაც კი მეტად ენერგიულს გაგხდით. 



ქალწული - არავის დაანახვოთ თქვენი ემოციები, განსაკუთრებით, როცა ვიღაც დახმარებას, რჩევას გთხოვთ. მაქსიმალურად თავი შეიკავეთ, როცა გარშემო მყოფებს აკრიტიკებთ. 



სასწორი - ღიმილი, კომპლიმენტი ან ცხოველის მოფერება ის წვრილმანია, რაც განწყობას გაგიუმჯობესებთ. დღეს შეგიძლიათ რაიმე (ფუფუნების ნივთიც კი) შეიძინოთ საკუთარი თავისთვის.


მორიელი - აჩქარებით საქმეები არ გააფუჭოთ. იმოქმედეთ ნელა და დაკვირვებულად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. იყავით მეტად თბილი მათ მიმართ. 

მშვილდოსანი - თქვენ გარშემო ბევრი საინტერესო მოვლენა ხდება. განწყობის მიხედვით იმოქმედეთ. თუ საყვარელ ადამიანთან განმარტოება გსურთ, მნიშვნელოვან ვალდებულებებს ნუ შეეჭიდებით.



თხის რქა
 - საქმეები არასდროს დასრულდება. ეცადეთ, გამონახოთ დრო დასვენებისთვისაც. ეცადეთ, გარშემო მეტი კომფორტი შეიქმნათ. მიირთვით გემრიელობები, ჩაიცვით მოსახერხებელი და არა მკაცრი სამოსი. 



მერწყული - დილა ვარჯიშით დაიწყეთ. შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და ეცადეთ, დღესვე დაასრულოთ დაწყებული საქმეები. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ. 



თევზები - სიამოვნების, მხიარულების დღე გელით, მთავარია, თავად შეიქმნათ ბედნიერი განწყობა. დაივიწყეთ ყოველდღიური პრობლემები, ყველას დღესვე ვერ მოაგვარებთ და დაკბით ცხოვრებით.

წაკითხვა 1195 ჯერ