ამ გვერდის ამობედვა

21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი:

 

ვერძი - გსურთ, ყველას დაეხმაროთ და ყველსათვის საჭირო იყოთ. თქვენ სტიმული ხართ ხალხისთვის, დადებითად მოქმედებთ ბევრზე. ისე იმოქმედეთ, რომ საკუთარი საქმეები არ დააზარალოთ. 



კურო - ზომიერება გმართებთ ყველაფერში, გაბრაზებულსაც კი. უარყოფითი ემოციების ამოფრქვევა არას გარგებთ. დღეს კარგი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოთ თქვენ გარშემო მყოფებზე. 



ტყუპი - თუ გსურთ, მომავალში მშვიდად იყოთ, მოიშორეთ ის ადამიანები და სიტუაციები, რაც ნერვებს გიშლით. იყავით დელიკატური, ღიმილიანი, მაგრამ დაიცავით საკუთარი თავი. 


კირჩხიბი - ნაკლები ყურადღება მიაქციეთ უარყოფით ინფორმაციებს. ყველაფერი მოიმოქმედეთ, რომ განმუხტოთ სიტუაცია. მიმოსვლებისა და სწავლის დღეა.  



ლომი - გაუგებრობებისადმი მეტი ყურადღება გმართებთ, უსიამოვნებებს მშვიდად შეხვდით. მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას. ზოგიერთი ფულს, ძვირფას საჩუქარს მიიღებს. 



ქალწული - თანამოაზრეებს გააცანით თქვენი გეგმა და მათთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. დააკვირდით რას გეუბნებიან გარშემო მყოფები, ზოგჯერ სხვა უფრო ამჩნევს მცირე დეტალს, რაც მნიშვნელოვანია. 


სასწორი - უსიამოვნებაში მხოლოდ საკუთარ თავს ნუ დაადანაშაულებთ. დაივიწყეთ და გააგრძელეთ ცხოვრება. იყავით მობილიზებული მომავალზე და ღიმილით შეხვდით სიახლეებს. 



მორიელი - დააკვირდით თქვენთვის საინტერესო ადამიანების ცხოვრებას, მათ საქმიანობას. შეიძლება საინტერესო დეტალებს მიაგნოთ. ყურადღება გამრთებთ მუშაობის/სწავლისას. 



მშვილდოსანი - რასაც დიდხანს ელოდით დღეს აგისრულდებათ. გირჩევთ თქვენს ბედნიერებაზე მოშურნებს არ მოუყვეთ. დაკვირვებულად იმოქმედეთ, დაუფიქრებელ ნაბიჯს ნუ გადადგამთ. 



თხის რქა - გარშემო მყოფებს ისეთი ლიდერი სჭირდებათ, როგორიც თქვენ ხართ - ენერგიული, ხალისიანი და საქმიანი. უხელმძღვანელეთ და ასწავლეთ მათ. 



მერწყული - ადამიანებს შეიძლება თქვენგან განსხვავებული აზრები, შეხედულებები ჰქონდეთ. ამის გამო არ ღირს კონფლიქტი. უბრალოდ, დიპლომატიურად დააფიქსირეთ თქვენი აზრი. 



თევზები - მართალია, პრობლემების მოგვარება სასიამოვნო არაა, მაგრამ ეს პიროვნულად გაგზრდით. ხანდახან სიტუაციას ობიექტურად უნდა შეხედოთ. წარმოიდგინეთ თავი იმ მოსამართლის ადგილას, ვინც დეტალებს განიხილავს. 

 

astrologi.ambebi.ge

წაკითხვა 1118 ჯერ

სიახლეები