ამ გვერდის ამობედვა

29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი:

 

ვერძი - თუ სამუშაო რუტინული, ცხოვრება კი მოსაწყენი გეჩვენებათ, თავად უნდა გააქტიურდეთ სიტუაციის გამოსასწორებლად. თქვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს. 



კურო - გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარი არ უთხრთ. განსაკუთრებით მათ, ვინც ადრე გამოგიწოდათ დახმარების ხელი. დღეს შეიძლება ზოგიერთ ადამიანზე მშობელივით მოგიწიოთ ზრუნვამ. 



ტყუპი - საქმეების უკეთ მოსაგვარებად გვერდით ერთგული და საიმედო პარნიორი უნდა გყავდეთ. თუ შორ მანძილზე გადაწყვიტეთ მგზავარობას/მოგზაურობას, მეგზურიც იდეალური უნდა შეარჩიოთ. 



კირჩხიბი - შეეგუეთ იმ აზრს, რომ ყველაფერი ისე არ მოხდება, როგორც გსურთ. ზოგჯერ დათმობაზეც უნდა წახვიდეთ და ახლობელი ადამიანების მოთხოვნებიც გაითვალისწინოთ.



ლომი - კარგი დღე გელით, მაგრამ თავად ხართ მკაცრი და მომთხოვნი გარშემო მყოფების მიმართ. რთულ მომენტებში მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. 



ქალწული - ზოგჯერ უნდა შეისვენოთ, გადახედოთ სიტაციას, მოვლენებს, რაც თქვენ გარშემო ხდება. საღამო მხიარულად, მეგობრებთან ერთად გაატარეთ. 


სასწორი - მოერიდეთ უფროსთან დაპირისპირებას, მისთვის ყველა საიდუმლოს გამხელას. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ახლობლებთან. 



მორიელი - დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. არ არსებობს საქმე, რომელსაც თქვენ გაართმევთ თავს. ზოგჯერ რთული ადამიანებიც შეგხვდებათ გზაზე და მათაც უნდა გაუგოთ. 



მშვილდოსანი - ნუ ხართ ემოციური, მშვიდად მოისმინეთ ის, რასაც გეუბნებიან. სხვათა შორის, უცხო ადამიანისგანაც უნდა მიიღოთ რჩევა. 



თხის რქა - გეგმის მიხედვით იმოქმედეთ. სასურველია, დღეს და ხვალ დაასრულოთ ყველა დაწყებული საქმე, რათა უქმეებზე დაისვენოთ და ორშაბათიდან ახალი საქმეების დაიწყოთ. 



მერწყული - საკუთარ თავს უარს ნურაფერზე ეტყვით და ეცადეთ, გაინებივროთ კიდეც თავი. განსაკუთრებით, თუ შვებულებაში ხართ. 



თევზები - გარშემო მყოფებს საკუთარ უნიკალურობაში დაარწმუნებთ. სხვების დასახმარებლად მუდამ მზად ხართ, მაგრამ ეცადეთ, საფრთხეში არ ჩაიგდოთ თავი.

 

astrologi.ambebi.ge

წაკითხვა 1571 ჯერ