ამ გვერდის ამობედვა

მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

მიხეილ ცაგარელის კვირის (2-8 სექტემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – გასულ კვირასთან შედარებით ბევრად რთულ, თუმცა ნაკლებად შედეგიან კვირაში მოგიწევთ ძველი ვალების გასტუმრება და ვალდებულებების შესრულება, პროფესიული მიღწევების შესანარჩუნებლად იძულებითი გააქტიურება კი, უამრავ დროს და ენერგიას წაგართმევთ, თქვენს გაღიზიანებას, დაღლილობას გამოიწვევს და არ მოგცემთ ეფექტურად მოქმედების საშუალებას.

 

კურო – მეტად დინამიურ კვირაში გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, შინაგანი შარმი კი, საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მოხიბვლაში დაგეხმარებათ. თუმცა, მოგიწევთ საკუთარი იდეების დაცვა და პირადი ცხოვრებითვის ბრძოლა. მოერიდეთ ავანტურულ მოქმედებებს, არ ღირს ზედმეტი ეგოიზმის და სიჯიუტის, პირდაპირობის და პრინციპულობის გამოჩენა, რათა არ გაირთულოთ ურთიერთობა კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. მართალია, არ გიყვართ მორჩილება და ყველას თვითონ კარნახობთ პირობებს, მაგრამ კონფლიქტის და ფინანსური პრობლემების თავიდან ასარიდებლად უმჯობესია ამ კვირაში სრულად დაემორჩილოთ სხვათა სურვილებს.

 

ტყუპები – რთულ, ერთგვარი გამოცდების კვირაში მოგიწევთ საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება, რადგან სულსწრაფობა, დაუფიქრებელი მოქმედება და მოჭარბებული ამბიციები  უამრავ შეცდომას დაგაშვებინებთ, ფუჭი ილუზიები კი, რეალობის ობიექტურად აღქმაში შეგიშლით ხელს. არაა გამორიცხული სერიოზული სულიერი კრიზისიც განიცადოთ, რომლისგანაც ძალიან გაგიჭირდებათ თავის დაღწევა. მოერიდეთ პრეტენზიების გამოთქმას და სხვათა კრიტიკას, არ ღირს ზედმეტი ლაპარაკი და ინფორმაციის გაცემა, რათა არ დაძაბოთ ურთიერთობა კოლეგებთან და არ შეიქმნათ უსიამოვნებები, რომელთა გადაჭრა სასამართლოში მოგიხდებათ.

 

კირჩხიბი – მართალია, აქტიური და მეტად დინამიური კვირაა, მაგრამ გარკვეული სირთულეების დაძლევა მაინც მოგიწევთ. ენდეთ ინტუიციას, რადგან მხოლოდ მისი წყალობით შეძლებთ სწორად მოქმედებას და მართებული გადაწყვეტილებების მიღებას. ეცადეთ ყველა კონფლიქტი და გაუგებრობა ახლა მოაგვაროთ, მოაწესრიგოთ საქმეები და გამართოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, რადგან შემდეგი კვირა ბევრად რთული იქნება.

 

ლომი – დაძაბულ, საკმაოდ კონფლიქტურ კვირაში მოგიწევთ რთული და მეტად საპასუხისმგებლო საქმის შესრულება, თუმცა ეჭვები და საკუთარ შესაძლებლობებში იმედგაცრუება არ მოგცემთ მნიშვნელოვანი ნიუანსების დანახვის და მიმდინარე ცვლილებების სწორად შეფასების საშუალებას, რაც ხელს შეგიშლით ინიციატივის და შემოქმედებითი პოტენციალის სრულად გამოვლენაში, სერიოზულ შეცდომებს დაგაშვებინებთ და პრობლემებს შეგიქმნით კოლეგებთან ურთიერთობაში. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ ფინანსური დოკუმენტების გაფორმებისას, რადგან მაღალია მოტყუების ალბათობა, არაა გამორიცხული ჩაებათ გარიგებაში, რომელიც სამომავლოდ მხოლოდ ზარალს მოგიტანთ.

 

ქალწული – მართალია, რთული, წინააღმდეგობებით სავსე კვირაა, მაგრამ გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე მაინც მარტივად დაძლევთ ყველა სირთულეს. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის სრულად რეალიზებას. მთავარია გამოიჩინოთ თავშეკავება, ტაქტი და დიპლომატია, რათა ზედმეტად არ გაგიტაცოთ ამბიციებმა და არ ჩაგაბათ კონფლიქტში კოლეგებთან. მოერიდეთ უმიზეზო ეჭვიანობას, რომელიც ხელს შეგიშლით რეალობის, გარშემომყოფთა სწორად შეფასებაში და სერიოზულ პრობლემებსაც შეგიქმნით. კარგი პერიოდია მოგზაურობის და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად, იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 

სასწორი – ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა მთელი წლის განმავლობაში. დასუსტებული იმუნიტეტის და ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიკლებს შრომისუნარიანობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად დაუშვებთ შეცდომებს. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, მოერიდეთ ავანტურულ და სარისკო მოქმედებებს, არ ღირს გადატვირთვა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ამ კვირაში მოაგვაროთ, რადგან შემდეგი კვირა ბევრად მძიმე იქნება.

 

მორიელი – საკმაოდ პერსპექტიული კვირაა, რადგან მიიღებთ სარფიან შეთავაზებას,  მეგობრების და ახლობლების ხელშეწყობით კი, სრულად შეძლებთ შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და საინტერესო პროექტებში ჩართვას. კარგი პერიოდია იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მთავარია, გააქტიურდეთ და არ სცადოთ საკუთარი ვალდებულებების სხვისთვის გადაბარება.

 

მშვილდოსანი – რთულ და ნაკლებად ჰარმონიულ კვირაში გაგიჭირდებათ საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება, რადგან მოგიწევთ შეზღუდვების მიღება და თქვენთვის ნაკლებად კომფორტულ პირობებში მოქმედება, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს განწყობაზე და ხელს შეგიშლით სასურველი შედეგის მიღწევაში. მართალია, შეეცდებით სხვათა ზეწოლისგან განთავისუფლებას, მაგრამ “ბუნტი” არ გაამართლებს, უჯობესია გამოჩინოთ მოთმინება, თავშეკავება და სრულად მიიღოთ შეთავაზებული პირობები, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები საქმიან პარტნიორებთან. ბევრად რთული იქნება შემდეგი კვირა, ამიტომ ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა სწორედ ახლა მოაგვაროთ.

 

თხის რქა – აქტიურ და დინამიურ კვირაში საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, იგრძნობთ ძალის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას და ინტელექტუალური პოტენციალის სრულად გამოვლენას, რაც დადებითად აისახება თქვენს საქმიანობასა და პროფესიულ მიღწევებზე. კარგი პერიოდია თვითშემეცნებისა და საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების მოსაძიებლად, რაც მიმდინარე მოვლენების და გარშემომყოფთა ფარული ზრახვების უკეთ გამოცნობაში, სიტუაციის მართვასა და პრობლემების მარტივად გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. მთავარია, დაძლიოთ ცდუნება, არ იქცეთ დიქტატორად და არ გადააჭარბოთ უფლებამოსილებას, რათა არ გამოიწვიოთ პარტნიორთა უკმაყოფილებას და არ გახდეთ სერიოზული კონფლიქტის მიზეზი.

 

მერწყული – საკმაოდ რთული კვირაა. საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, ამიტომ არ ღირს გადაღლა, გარისკვა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება. ვერ შეძლებთ იდეების რეალიზაციას, რადგან ვერ მოერგებით გარშემომყოფთა შეზღუდვებს, რაც თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს და არ მოგცემთ ინტელექტუალური პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალებას. მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან, რადგან შემდეგ კვირაში, რომელიც ბევრად რთული იქნება ძალიან გაგიჭირდებათ ურთიერთობის მოწესრიგება.

 

თევზები – აქტიურ, თუმცა წინააღმდეგობრივ კვირაში მოგიწევთ საკუთარი თავის, შესაძლებლობების ობიექტურად შეფასება და ნაკლოვანებების მიღება. თუმცა, გაძლიერებული ინტიციის წყალობით მაინც შეძლებთ უსიამოვნებებისგან თავის დაღწევას. ეცადეთ სწორედ ახლა მოაგვაროთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, იზრუნოთ ფინანსური მდგომარეობის და პარტიორული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, რადგან შემდეგი კვირა ბევრად რთული და კონფლიქტური იქნება.

 

გეომაგნიტური დღეები – 2, 5, 6 და 7 სექტემბერი.

წაკითხვა 915 ჯერ