ამ გვერდის ამობედვა

11 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

11 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი:

 

ვერძი - ყურადღებით იყავით, სულ უფრო მეტად უახლოვდებით გამარჯვებას და მცირე დაბრკოლებამ არ შეგაფერხოთ. დღეს მიხვდებით, რომ საკუთარ ცხოვრებას სრულიად აკონტროლებთ.




კურო - ჩამოწერეთ თქვენი გეგმები და დაიწყეთ მათი განხორციელება. მარტოხლები პარტნიორის ძიებას დაიწყებენ. შეყვარებულები კი დაქორწინებას გადაწყვეტენ.



ტყუპი - ახალგაცნობლთან განსაკუთრებულ სიახლოვეს იგრძნობთ. შეიძლება ის თქვენი თანამოაზრე გახდეს. დააფასეთ ის პოზიტიური ცვლილებები, რაც თქვენ გარშემო ხდება.



კირჩხიბი - დღეს თქვენი აქტიურობით ყურადღების ცენტრში მოექცევით. საღამოს დასასვენებლად ისეთი ადგილი გამონახეთ, სადაც ვერავინ მოგაგნებთ.



ლომი - ძალების აღდგენისა და დასვენების დღეა და ეცადეთ, დღეს მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ. ახალგაცნობილი საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდება.



ქალწული - საკუთარ თავს მტერივით ნუ ექცევით. ხანდახან დასვენებაც კარგია. ლიმონივით გამოწურული ცხოვრებას გემოს ვერ ჩაატანთ. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას არ გაჭირვეულდეთ.


სასწორი - გარშემო მყოფები დარწმუნებულები არიან, რომ ის საქმე, რასაც აკეთებთ, სწორია. დაკვირვებულად იყავით, რომ შეცდომები არ დაუშვათ. ის საიდუმლო, რაც მოსვენებას არ გაძლევდათ, დღეს გამოაშკარავდება.



მორიელი - დღეს მიხვდებით, რომ ცხოვრებაში ფული მთავარი არაა და ადამიანური ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია. თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან იკონტაქტეთ. იხუმრეთ და იხალისეთ.



მშვილდოსანი - დილიდან პოზიტიური განწყობა შეიქმენით. კოლეგებთან ერთად იმუშავეთ თქვენთვის მნიშვნელოვან თემებზე. რთული საკითხებიც კი იუმორით განმუხტეთ.



თხის რქა
 - სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა ენერგიით აგავსებთ და შემართებას მოგიმატებთ. მეგობრები და კოლეგები ახალ წამოწყებაში დაგეხმარებიან.



მერწყული - მეტად უნდა გააქტიურდეთ სასურველის მისაღწევად. თანამოაზრეებს გააცანით თქვენი გეგმა და მათი დახმარების იმედი გქონდეთ.



თევზები - უამრავი განსხვავებული ვალდებულების შესრულება მოგიწევთ. არ იწუწუნოთ, დაკვირვებულად და სხვების დაუხმარებლად იმოქმედეთ.

 

https://astrologi.ambebi.ge

წაკითხვა 723 ჯერ

სიახლეები