4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი:

 

ვერძი - განსხვავებული მოსაზრების გამო მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. სამსახურის საქმეების პარალელურად შეიძლება ფლირტი გააბათ კოლეგასთან.


კურო - სილამაზის ყველას თავისებური აღქმა აქვს. ის რაც თქვენ მოგწონთ, სხვისთვის შეიძლება უგემოვნო იყოს და პირიქით. თამამად გამოახტეთ თქვენი აზრი, მაგრამ არ იჩხუბოთ.



ტყუპი - საქმეს კონფლიქტამდე ნუ მიიყვანთ. საღამო თქვენთვის სასიამოვნო ადამიანის გარემოცვაში გაატარეთ, მასთან, ვისთანაც გარკვეული საკითხები გაქვთ გასარკვევი.



კირჩხიბი - საქმიან პარტნიორებთან შეთახმებულად იმოქმედეთ, რათა ერთმა არასწორმა ნაბიჯმა კონფლიქტი არ გამოიწვიოს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.



ლომი - აუჩქარებლად და ყურადღებით იმოქმედეთ. მოერიდეთ ზედმეტ გამონათქვამებს. მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას.



ქალწული - დილით რომანტიკული ემოციების გამო საქმეების მოგვარება გაგიჭირდებათ. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი მუსიკასა და პოეზიაში.



სასწორი - მარტივი საქმეები შეასრულეთ. ზედმეტ ვალდებულებას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. სამსახურში გვიანობამდე ნუ დარჩებით, დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.



მორიელი - ყური დაუგდეთ თქვენთვის საინტერესო ადამინების რჩევებს. სასარგებლო რჩევებსაც მოისმენთ და იმასაც გაიგებთ რას ფიქრობენ თქვენზე სხვები. ურთიერთობაში მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა.



მშვილდოსანი - კარგი დღეა ახალი საქმეების დაწყებისა და რომანტიკული ნაცნობობისთვის. კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ ნებისმიერ ადამიანზე. საღამო მაღაზიებში შეიარეთ და გარდერობი განაახლეთ.

 


თხის რქა - ეს დღე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. ისინი ახალი იდეებით და ენერგიით აგავსებენ. თუ დილით საქმეები გაქვთ, საღამოს მეგობრებს შეხვდით.



მერწყული - ცხოვრების კარდინალურად შეცვლა, საქმეების მიტოვება და სადმე გამგზავრების სურვილი გაქვთ. შეიძლება ეგზოტიკურმა მუსიკამ ან ეგზოტიკურმა კერძმა ცოტა დაგამშვიდოთ და გაგიმრავალფეროვნოთ რუტინა.



თევზები - გამოგითავისუფლდებათ დრო და მას თქვენი სურვილით გაატარებთ. ადამიანზე, რომელიც მოგწონთ, წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ.

 

https://astrologi.ambebi.ge

წაკითხვა 709 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 05 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.