14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი:

 

ვერძი - საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ, დღევანდელი დღე საკუთარ თავს, დასვენებას ან დაწყებული საქმეების დასრულებას დაუთმეთ.


კურო - დაიცავით საკუთარი მოსაზრება, მაგრამ არა კამათით. საღამოს ოჯახის წევრებს გემრიელი ვახშამი მოუმზადეთ.



ტყუპი - კარგი დღეა მეგობრული წვეულების მოსაწყობად, ქალაქგარეთ გასამგზავრებლად. ზოგიერთი შემოქმედებითი იდეების განხორციელებას შეძლებს.



კირჩხიბი - მხიარულებისა და ჰარმონიის დღეა. იყავით მეტად მოსიყვარულე საყვარელი ადამიანის მიმართ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.



ლომი - რთული საკითხების მოგვარების დღეა. მეგობრებისგან საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. მოსალოდნელია რომანტიკული ურთიერთობის გასერიოზულება.


ქალწული - მოერიდეთ კამათსა და უსიამოვნებაზე დროის კარგვას. მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას და რაც მთავარია, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.


სასწორი - გაგიუჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მის გვერდით. რომანტიკული საღამო მოუწყვეთ.



მორიელი - დასვენების დღის მიუხედავად მუშაობა მაინც მოგიწევთ. კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. გაითვალისწინეთ წარსული შეცდომები.



მშვილდოსანი - ახლობლებს ახალი იდეები აქვთ და მათი თქვენთან ერთად განხილვა სურთ. იყავით გულისხმიერი და ღიმილიანი მათ მიმართ. არავინ განსაჯოთ, სანამ კარგად არ გაიცნობთ.



თხის რქა - იყავით აქტიური, გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, შეხვდით მეგობრებს. იყავით ერთგული იმ საქმის და ადამიანის მიმართ, რაც თქვენთვის ძვირფასია.



მერწყული - იყავით ნაკლებამბიციური და აკეთეთ ის საქმე, რაც გამარჯვებისკენ მიგიყვანთ. დღეს ვალდებულებებს სხვას ვერ გადააბარებთ.



თევზები - გახსოვდეთ, პოზიტიური ცვლილებები მაშინ ხდება, როცა თავად ისწრაფვით მათკენ, მოდუნდით და დატკბით სასიამოვნო მოვლენებით.

წაკითხვა 695 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.