ამ გვერდის ამობედვა

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი:

ვერძი - ბოლო დროს მომავალზე იყავით კონცენტრირებული. ახლა უნდა დაბრუნდეთ რეალობაSი და ახლანდელი საქმეები უნდა მოაგვაროთ. ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რაც დღესაც შეგიძლიათ გააკეთოთ.


კურო - სოციალურ ცხოვრებაში ბევრმა გაუგებრობამ მოიყარა თავი. შეიძლება ამის გამოც იკავებდით თავს კონკრეტულ ადამიანთან დაახლოებას. დღეს შანსი მოგეცემათ სწორედ იმ ადამიანთან განიხილოთ თქვენი ვარაუდები.



ტყუპი - მორიდებულობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გააქტიურდით სასურველის მისაღწევად, ნუ მოგერიდებათ გარშემო მყოფების შეწუხება. ქარიზმული ხართ და საშემოდგომო უხასიათობასაც დაამარცხებთ.



კირჩხიბი - ნუ ჩაიციკლებით ფინანსებზე, ფულის ხარჯვამ სიამოვნება უნდა მოგანიჭოთ. შეეხმიანეთ მეგობრებს, ითამაშეთ ან საუბარში გაატარეთ დრო. ამას დიდი ხარჯი არ სჭირდება.



ლომი - დილა მშვიდი ვალდებულებების მოგვარებას დაუთმეთ. მნიშვნელოვანი შეხვედრები და საქმეები შუადღისთვის დაგეგმეთ. სარფიან ხელშეკრულებას გააფორმებთ, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, პირადი ცხოვრება.



ქალწული - საინტერესო და მრავალმხრივ განათლებულ ადამიანთან მოგიწევთ შეხვედრა. ეცადეთ, თავადაც წარმოაჩინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები. სხვათა შორის, კარგი იქნება, თუ კომპლექსებისა და სისუსტეებისგანაც გათავისუფლდებით.



სასწორი - კრეატიული ხართ და სასიამოვნო პროექტებსაც დაისახავთ. ახლობლებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. მიუხედავად იმისა, რომ მაინცდამაინც არც სურვილი გაქვთ და არც დრო.



მშვილდოსანი - დღევანდელი დღე გამოიყენეთ საქმეების, ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. თუ გსურთ, ვინმეს მართლა დაუახლოვდეთ, იყავით გულწრფელი და არ მოატყუოთ.



თხის რქა
 - გრანდიოზული ცვლილებების დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ახალი რომანის დასაწყისი უკვე საინტერესოა.



მერწყული - დღეს ისეთი აქტიური არ ხართ, როგორც ყოველთვის, მაგრამ გარშემო მყოფებს მაინც ექნებათ თქვენთან დროის გატარების სურვილი. შეიძლება პირად ცხოვრებაში ახალმა ნიუანსებმა იჩინოს თავი.



თევზები - იმედებსა და მოლოდინებს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანზე ნუ დაამყარებთ. დაფიქრდით, შეძლებს კი ის კომფორტი შეგიქმნათ, რასაც ელოდებით?.. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ.

 

https://astrologi.ambebi.ge

წაკითხვა 1297 ჯერ

სიახლეები