ამ გვერდის ამობედვა

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - შეიძლება უცხო ქვეყნის კულტურამ და ტრადიციებმა დაგაინტერესონ ეს შეიძლება რომანტიკული გრძნობებითაც იყოს გამოწვეული.



კურო - ახალი მეგობრების გავლენის ქვეშ მოექცევით და შეიძლება შეგეცვალოთ შეხედულებები. იყავით მზად სიახლეებისთვის.

 



ტყუპი - ნაკლები სიტყვა და მეტი ქმედება - აი, რა მოგეთხოვებათ დღეს. ახალი იდეების განხორციელება მოგინდებათ.

 



კირჩხიბი - გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. ეს დაგეხმარებათ ნეგატივის დაძლევაში. ნათესავების დახმარების იმედი გქონდეთ.

 



ლომი - სარფიან ხელშეკრულებას გააფორმებთ და მატერიალურ პრობლემასაც გადაჭრით. საღამო მსჯელობას, აქტიურ ქმედებებს დაუთმეთ.

 



ქალწული - ხანდახან სხვის აზრსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. კარგი დღეა ქალაქგარეთ გამგზავრებისთვის. ახლობლები ქათინაურებით გაანებივრეთ.

 



სასწორი - მნიშვნელოვანი გადაწყვეტილები მიღება და ვიღაცასთან ან რაღაცასთან დამშვიდობება მოგიწევთ. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.

 


მორიელი - გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთნ. განსაკუთრებით, ხანდაზმულებთან. კარგი დღეა რომანტიკული ნაცნობობისთვის.

 


მშვილდოსანი - მხოლოდ ღირსეულებს გაეჯიბრეთ და მხოლოდ კეთილი საქმეების შესრულებაში. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.

 


თხის რქა - მეტი დრო და ენერგია უნდა დაუთმოთ ოჯახს. დღევანდელი დღე თქვენს საყვარელ ადამიანებთ ერთად გაატარეთ. ქალაქგარეთ გაემგზავრეთ, პიკნიკი მოაწყვეთ.

 


მერწყული - თქვენი ნიჭისა და კეთილი საქმეების შესახებ ყველას უნდა ამცნოთ. გამოიყენეთ სოციალური ქსელები. და ისიც გაამხილეთ, საიდან იღებთ ენერგიას.

 


თევზები - მეტად გაერკვიეთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებში. ნუ გაუშვებთ ხელიდან შანსს, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

 

 

https://astrologi.ambebi.ge

წაკითხვა 709 ჯერ

სიახლეები