ამ გვერდის ამობედვა

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - საინტერესო და ნაყოფიერი დღე გელით. კარგ შედეგს მოგიტანთ ახალგაცნობილებთან კონტაქტი და ახალი იდეების განხილვა-დაგეგმვა.



კურო - მეტად გაბედული უნდა იყოთ, თორემ გეგმებს ვერ განახორციელებთ. შეადგინეთ დღის განრიგი, იყავით დიპლომატიური და მეტად გააქტიურდით.

 


ტყუპი - შეიძლება ადამიანი, რომელიც მოგწონთ, ვერ ბედავს თქვენთან მოახლოებას. ამიტომ, თავად უნდა გადადგათ ნაბიჯი. იყავით მეტად მიზანმიმართული, როცა საქმე საქმეების მოგვარებას ეხება.

 


კირჩხიბი - ურთიერთობის, კონტაქტების დღეა. შეიძლება ძველ მეგობრებს, კოლეგებს შეხვდეთ და ახალი იდეები გაგიჩნდეთ, ახალი პროექტები დაგეგმოთ. კარგი დღეა სემინარებსა და კონფერენციებზე დასასწრებად.

 



ლომი - შეიძლება გარშემო სიტუაცია იდეალური არაა, მაგრამ გეგმის განხორციელებაზე უარს ნუ იტყვით. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. საღამოს დაუგეგმავი საყიდლები გელით.

 


ქალწული - მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეების მოგვარებას, კოლეგებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. საღამოს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და საუბარი გელით.

 


სასწორი - ცვლილებების დღეა - სამსახურში, სასწავლებელში, სახლში, პირად ურთიერთობაში. შეიძლება "მამებისა და შვილების" კონფლიქტის მოგვარებამ მოგიწიოთ.

 



მორიელი - გეგმები შეიძლება უმნიშვნელო წვრილმანის გამო შეგეცვალოთ. გლობალური საკითხების მოგვარებისას ნურც დეტალებს დაივიწყებთ. ყველაფერს იდეალურად ვერ გააკეთებთ. ამიტომ ამის გამო თავს ნუ დაიტუქსავთ.

 



მშვილდოსანი - დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე გექნებათ შესასრულებელი. აკონტროლეთ სიტუაცია და გარშემო მყოფები. უმჯობესია, გონიერ ადამიანებთან ერთად გაწევრდეთ და ერთად იმუშაოთ.

 



თხის რქა - ახალი პროექტები ქაოსს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება გაუთვალისწინებელმა პრობლემებმა იჩინოს თავი. ეცადეთ, პოზიტიურად შეხედოთ მოვლენებს.

 



მერწყული - თქვენი საქმე საუკეთესოდ უნდა შეასრულოთ და არავის აინტერესებს, რამდენი ღამე გაათენეთ თეთრად. გაეჯიბრეთ მხოლოდ ღირსეულებს.

 



თევზები - გარშემო მყოფები თქვენით დაინტერესდებიან. საქმეები, რომელსაც დღეს დაგავალებენ, ჯერ კარგად გაიაზრეთ და მერე გააკეთეთ. იგივე ეხება თქმასა: ჯერ დაფიქრდით და მერე გაეცით გონივრული პასუხი.

 

 

https://astrologi.ambebi.ge/

წაკითხვა 665 ჯერ

სიახლეები