ამ გვერდის ამობედვა

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - წარსულში დატოვეთ ყველაფერი ის, რაც მომავალში არ გამოგადგებათ და აღარ მიბრუნდეთ მას. გამონახეთ დრო, რომ შეხვდეთ მეგობრებს და გულახდილად ისაუბროთ.



კურო - სტრესთან გასამკლავებლად პოზიტიურად უნდა იყოთ განწყობილი და მხოლოდ სასიამოვნო საქმეები აკეთეთ და პოზიტიურ ადამიანებს ეკონტაქტეთ.

 



ტყუპი - დაივიწყეთ თქვენთვის უსიამოვნო ყველა ადამიანი და მოვლენა. განეწყვეთ პოზიტიურად მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. ფული ეკონომიურად დახარჯეთ.

 



კირჩხიბი - ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ და მეტად დაკვირვებული უნდა იყოთ. დღეს იმ ადამიანებსაც უნდა მოუსმინოთ, ვინც გულზე არ გეხატებათ. მათგანაც შეიძლება რამე ისწავლოთ.

 



ლომი - სირთულეების მიუხედავად დღეს მაინც მიაღწევთ სასურველს. როცა მორიგ პრობლემას მოაგვარებთ, თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ. ეცადეთ, გადახედოთ კონტაქტებს და მოიშოროთ უაზრო ადამიანები.

 



ქალწული - იყავით მეტად კრეატიული და გამომგონებელი. მეტად გამოავლინეთ კრეატიულობა. გამონახეთ დრო, შეხვდით მეგობრებს ან გაისეირნეთ ბუნებაში.

 

 

სასწორი - დღეს იმდენად პოზიტიური იქნებით, რომ საყვარელი ადამიანის არაადეკვატურ საქციელსაც კი მშვიდად შეხვდებით. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

 



მორიელი - უცხოელ მეგობრებს გაიჩენთ და მათი კულტურით, წესებით დაინტერესდებით. კარგი დღეა ახალი აღმოჩენებისთვის. ზოგიერთს ეგზოტიკური კერძების დაგემოვნების სურვილი გაუჩნდება.

 



მშვილდოსანი - ადამიანთან კონფლიქის მიზეზი შეიძლება აზრთა გაცვლა-გამოცვლის გამოც გქონდეთ. მთავარია, პირად შეურაცხყოფაზე არ გადახვიდეთ. საყვარელ ადამიანთან შეიძლება ცოტა ხნით დაშორებამ გარგოთ კიდეც.

 



თხის რქა - მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაში დგახართ. კარგად გაერკვიეთ მცირე დეტალებშიც კი. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მცირე უსიამოვნებებსა და დრამებს.

 



მერწყული - მცირე უსიამოვნებების გამო შეიძლება საქმეების მოგვარება შეგიფერხდეთ. მხოლოდ იმ საქმეებზე აიღეთ პასუხისმგებლობა, რასაც მარტივად გაართმევთ თავს.

 



თევზები - დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ხელ-ფეხ შეკრული ხართ და საქმეების მოგვარებაში ყველა გიშლით ხელს. იყავით მეტად მიზანმიმართული და ეცადეთ, პარტნიორებად მცოდნე და ერთგული ადამიანები დაიყენოთ.

 

 

https://astrologi.ambebi.ge/

წაკითხვა 577 ჯერ

სიახლეები