5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი:

 

 

ვერძი - თქვენ კიდევ ერთი ინტენსიური დღე გელით. ისე გაგიტაცებთ სამუშაო, ბიზნესი და საშინაო საქმეები, რომ დასვენება სულ დაგავიწყდებათ. და სულ ტყუილად. ძლიერი გადაღლა ჯანრთელობის გაუარესებით გემუქრებათ. ყველაფერი გონევრულად უნდა აკეთოთ. საღამოს სმოდუნდით, შესვით ჭიქა ღვინო და წამოწექით საყვარელ დივანზე.

 

კურო - ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით. საკმაოდ რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ.

 

ტყუპები. დღეს საერთოდ ვერ მოახერხებთ მოდუნებას. შეეცდებით ყველას დაეხმაროთ და ვერც კი მიხვდებით როგორ დასრულდება სამუშაო დღე.

 

კირჩხიბი - დღეს არ ღირს ზედმეტი ამბიციების გამოჩენა. უმჯობესია სამომავლო და სახლის საქმეებისათვის შეიმუშავოთ გეგმები. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, შეეცადეთ კარგად დაფიქრდეთ ყველაფერზე წვრილმანების ჩათვლით. თუ თავშეკავებისა და ტაქტის გამოჩენას შეძლებთ, დღის ბოლოს ეს ღირსეულად დაგიფასდებათ. შეეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ ბავშვებს. აჩვენეთ რა ძლიერ გიყვართ და აფასებთ მათ.

 

ლომი - დღეს სასიამოვნო სიურპრიზები გელით. როგორც ჩანს, ხელმძღვანელობა, ბოლოს და ბოლოს, შეამჩნევს თქვენს შრომისუნარიანობასა და სხვებზე უკეთ მუშაობის უნარს. არ გაჩერდეთ, თქვენ სწორი მამართულებით მიდიხართ!

 

ქალწული - უარი თქვით ამ დღეს ალკოჰოლის მიღებაზე. გამორიცხეთ ყველანაირი სპირტიანი სასმელი, მეგობრებთანაც და სახლშიც. ეს დაგეხმარებათ ფხიზელი თვალით შეხედოთ ყველაფერს და არ გამოგეპაროთ მნიშვნელოვანი მოვლენები.

 

სასწორი - თავი შეიკავეთ თანამშრომლებთან გულის გადაშლისაგან. გაუთვალისწინებელ სიტუაციაში საუბრისას შესაძლოა ზედმეტი წამოგცდეთ. ეს ინფორმაცია კი თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

 

მორიელი - ნებისმიერი ურთიერთობა დღეს კონფლიქტამდე მივა. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და სიფრთხილე გამოიჩინეთ საზოგადოებრივ ადგილებში. უარი თქვით ალკოჰოლზე და ზომიერად იკვებეთ. შეუფერებელი დღეა რომანტიკული შევედრისა და სექსისთვის.

 

მშვილდოსანი - ნებისმიერი ურთიერთობა დღეს კონფლიქტამდე მივა. ნუ აყვებით პროვოკაციებს და სიფრთხილე გამოიჩინეთ საზოგადოებრივ ადგილებში. უარი თქვით ალკოჰოლზე და ზომიერად იკვებეთ. შეუფერებელი დღეა რომანტიკული შევედრისა და სექსისთვის.

 

თხის რქა - ზოგიერთმა ამ ნიშნის წარმომადგენელმა შესაძლოა შეტყობინება მიიღოთ შორეული ნათესავისაგან, რომელსაც დიდი ხანია არ შეხვედრიხართ. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი შენაძენისაგან, რადგან ეს წარუმატებელი აღმოჩნდება. უმჯობესია ეს დღე შეძლებისდაგვარად ოჯახსა და ახლობელ ადამიანებს მიუძღვნათ.

 

მერწყული - მერწყულებისათვის ეს უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. თქვენს გეგმებსა და ჩანაფიქრებს ასრულება არ უწერიათ. ერიდეთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს. ეს გაუთვალსწინებელ შედეგებს მოგიტანთ და გარშემომყოფებთან ურთიერთობებს გაგირთულებთ. ოჯახშიც შეეცადეთ არ გადააჭარბოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სკანდალი არ აგცდებათ. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს.

 

თევზები - კარგი დღეა სხვადასხვაგვარი წამოწყებებისათვის. შემოქმედებითი გეგმების რეალიზებას სრულად შეძლებთ. სხეული გონების კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამასთან ფიზიკური ვარჯიში სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ. რომანტიკული შეხვედრა ძალიან წარმატებული იქნება. სექსი კი თქვენთვის სამკურნალო თვისებებს შეიძენს.

 

https://www.newposts.ge/

წაკითხვა 647 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.