13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

 

დღის პირველი ნახევარი წარმატებული იქნება და პარტნიორების მხარდაჭერას მოგიტანთ. ზედმეტი ეჭვიანობა მიზნის მიღწევაში ხელს შეგიშლით. კარგი იქნება თუი ამ დღეს საქმიანი კონტაქტების დამყარებას დაიწყებთ, თუმცა საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენზე დამოკიდებული არ იქნება. დღის მეორე ნახევარში ახლობელ ადამიანთან კამათი გელით.

 

 

კურო

 

ხელსაყრელი დღეა საკუთარი მდგომარეობის შეფასებისა და მომავალზე ფიქრისთვის. თუ გსურთ ჩანაფიქრის განხორციელება მოასწროთ, დრო გონივრულად გაანაწილეთ. უკან თუ არ დაიხევთ, შესანიშნავ შედეგს მიაღწევთ. კარგი იქნება,თუ ჯანმრთელობის გაკაჟებაზე იზრუნებთ.

 

 

ტყუპები

 

დროა, დაძაბული შრომის შედეგი მიიღოთ. მოსალოდნელია ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალოს. გამორიცხული არაა, რომ ოჯახის წევრებთან ურთიერთობასაც გადახედოთ.

 

 

კირჩხიბი

 

შესაძლოა, ეს დღე კამათით და უსიამოვნებებით დაიწყოს. გეჩვენებათ, რომ ცხოვრება აზრს კარგავს და არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ. ეცადეთ მოდუნდეთ საქმე არც ისე ცუდათაა, როგორც ფიქრობთ კარგი იქნება თუ სტუმრად წახვალთ და გამხიარულდებით. მეტი თავშეკავება გამოიჩინეთ და ეს დღე სასიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ.

 

 

ლომი

 

ხელსაყრელი დღეა შოპინგისთვის, კომერციულიოპერაციებისთვის და ქონების დაგროვებისთვის. ეცადეთ საყოფაცხოვრებო პრობლემები ეფექტურად მოაგვაროთ. გამოცდილება და ახლობლების რჩევა ძალიან დაგეხმარებათ.

 

 

ქალწული

 

მოსალოდნელია ქრონიკული დაავადების გამწვავება. შესაძლოა, ახალი მფარველი გამოგიჩნდეთ. კიდევ ერთხელ დარწმუნდებით ახლობელი ადსამიანების ერთგულებაში. კარგი იქნება თუ ქალაქგარეთ დასვენებას და ძალების მოკრეფას შეძლებთ.

 

 

სასწორი

 

არახელსაყრელი დღეა. თუ ამ დღეს რაიმე თანამდებობის შეთავსება შემოგთავაზეს, არ დათანხმდეთ - აქედან სარგებელს ვერ მიიღებთ. დილიდან გაუგებრობები და ფინანსური კრიზისი გელით. მოსალოდნელია დეპრესია და ქრონიკული დაავადებების გამწვავება. მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთწელობის მდგომარეობას.

 

 

მორიელი

 

თქვენი სასიცოცხლო ძალები მცირდება. დაღლილობა და გაღიზიანება მატულობს. სიმშვიდეს და წონასწორობას მხოლოდ სახლში იპოვით. დღის მეორე ნახევარში უსიამოვნო ამბავი გელით.

 

 

მშვილდოსანი

 

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და ახალი კონტაქტების დამყარებისთვის. ჩვეული პრობლემების განსხვავებული მეთოდებით მოგვარება და ერთგვარი ექსცენტრიულობა ახლობლების მსჯელობის თემა გახდება და განსხვავებულ შეფასებებს გამოიწვევს ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჯერ დაფიქრდეთ და მერე ილაპარაკოთ და არა პირიქით.

 

 

თხის რქა

 

ხელსაყრელი დღეა ინფორმაციის მირებისა და სულიერ პრობლემებზე კონცენტრირებისთვის. მოსალოდნელია სასიხარულო ინფორმაცია ან საჩუქარი საყვარელი ადამიანისგან. ვარსკვლავები გირჩევენ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. თავი შეიკავეთ სპირტიანი სასმელების მიღებისგან.

 

 

მერწყული

 

ეს დღე თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებას განასახიერებს. ცვლილებებისკენ სწრაფვა ცხოვრების უამრავ სფეროში გამოვლინდება. საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობა ნაყოფიერი იქნება, თუმცა საბოლოო შედეგი თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული.

 

 

თევზები

 

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო ენერგია მაქსიმალურად მაღალია. სასარგებლოა ფიზიკური შრომა და სპორტი. კარგი იქნება თუ გამაჯანსაღებელი ვარსჯიშების კურსს დაიწყებთ. ეცადეთ მხედველობა არ გადატვირთოთ.

 
 
 
 
 
წაკითხვა 582 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.