15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - საკმაოდ რთული დღეა და მიზნისკენ სვლასა და პრინციპების დაცვას განასახიერებს. ნებისმიერი საქმე, ასე თუ ისე, ფინანსებს უკავშირდება. გამორიცხული არაა, რომ გეგმების შეცვლა და დასვენების ნაცვლად, დამატებითი სამუშაოს შესრულება მოგიწიოთ. გადაწყვეტილების მიღების დროს ნუ აჩქარდებით, სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ წუთს შეიცვალოს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.

 

კურო - ოჯახში დასვენება სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ. შესაძლოა, მისტიკით, რელიგიით ან ფილოსოფიით დაინტერესდეთ. მდიდარი ფანტაზია და წარმოსახვის უნარი მოულოდნელ აღმოჩენებამდე მიგიყვანთ. მეგობრებთან ან ნათესავებთან შეხვედრა გელით. ეცადეთ, მეტი თავშეკავება და წინდახედულება გამოიჩინოთ.

 

 

ტყუპები - შესანიშნავი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. ექსცენტრიკულობა და არასტანდარტული აზროვნება კარგია, მაგრამ ეცადეთ, მეტი წინდახედულება და დისციპლინა გამოავლინოთ, თორემ პრობლემებს ვერ ასცდებით.

 

 

კირჩხიბი - ეცადეთ, ახალი საქმის დაწყებამდე ძველი დაასრულოთ. ამ დღეს შოპინგისგან თავის შეკავება ჯობს, რადგან იმედგაცრუება გელით და წყალში გადაყრილ ფულზე დიდხანს ინანებთ. ოჯახში მოსალოდნელია კამათი და გაუგებრობა. შესაძლოა, თავი მარტოსულ ადამიანად იგრძნოთ. კარგი იქნება, თუ საღამოს საქმეების შესახებ დაივიწყებთ და საყვარელი საქმით დაკავდებით.

 

 

ლომი - საკმაოდ რთული დღეა. შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ და დასვენების ნაცვლად, დამატებითი სამუშაოს შესრულებას შეუდგეთ. სავარაუდოდ, სხვისი გაფუჭებული საქმის გამოსწორება ან დაპირისპირებულ მხარეებთან მადიატორის როლის შესრულება მოგიწევთ. ნუ აჩქარდებით და ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ - ვიღაც თქვენს დაზიანებას ცდილობს.

 

 

ქალწული - ეს დღე ტყუილს, დანაკარგსა და კონფლიქტებს უკავშირდება. ნერვიულობამ შესაძლოა, ქრონიკული დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს. კარგი იქნება, თუ კონფლიქტურ სიტუაციას მოერიდებით და ყურადღებას სხვა საქმეზე გადაიტანთ. ახლობელი ადამიანები თქვენგან ყურადღებასა და მზრუნველობას ელიან.

 

 

სასწორი - ხელსაყრელი დღეა სულიერი ზრდისთვის. სასურველია რელიგიური ლიტერატურის კითხვა და ეკლესიაში ვიზიტი. დიდია ჩანაფიქრის განხორციელების შანსი.

 

 

მორიელი - წინააღმდეგობრივი დღეა. თუ გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებთ, საკუთარ ინტუიციას ენდეთ და არ შეცდებით. მოერიდეთ უფროსთან ურთიერთობის გარკვევას და ეცადეთ, არავისზე გახდეთ დამოკიდებული. შესაძლოა, მხარდაჭერა ისეთი ადამიანებისგან იგრძნოთ, რომლებსაც საკუთარ მოკავშირეებად არასოდეს მიიჩნევდით.

 

 

მშვილდოსანი - ვარსკვლავები გირჩევენ, კომპრომისი მონახოთ საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის. თქვენი მხიარულებით, გამჭრიახობითა და მომხიბვლელობით საყოველთაო ყურადღებას დაიმსახურებთ. უტაქტო გამონათქვამის გამო შესაძლოა, უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ, მაგრამ კონფლიქტი მალე მოგვარდება.

 

 

თხის რქა - კარგად გააზრებული მოქმედებები წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა, საკუთარი ცხოვრების შეცვლა სცადოთ. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს - შესაძლოა, ყველაფერი უკანასკნელ წუთს შეიცვალოს. ცნობიერისა და ქვეცნობიერის კავშირი და შესანიშნავი ინტუიცია დაგეხმარებათ ადამიანებს შეფასებასა და შეცდომების თავიდან აცილებაში. თუ შვილები გყავთ, შესაძლოა, აღზრდაში პრობლემები შეგექმნათ. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი სიმკაცრით მათ ნდობას ვერ დაიმსახურებთ.

 

 

მერწყული - შესანიშნავი დღეა შედეგების შეჯამებისთვის. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი ან რაღაც სიახლე, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. დღის მეორე ნახევარში რომანტიკული ვახშამი გელით.

 

 

თევზები - აქტიური, დაძაბული დღეა. უამრავი საქმის გაკეთება მოგიწევთ, განსაკუთრებით ისეთების, რომლებსაც ფანტაზია და შემოქმედებითი მიდგომა სჭირდება. ამ დღეს უამრავი მოულოდნელობა გელით, როგორც სასიამოვნო, ისე ნაკლებად. ნუ შეშინდებით. თქვენი ადაპტაციის უნარის წყალობით, ყველა პრობლემის გადალახვას შეძლებთ.

 

 

 

https://www.funtime.ge/

წაკითხვა 674 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 15 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.