24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თქვენ გარშემო ყველაფერი იცვლება სასიკეთოდ. ბოლოს და ბოლოს თქვენ ცოტათი დაწყნარდებით. საღამო ეცადეთ მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.

 

ლომი

დღე არაა ხელსაყრელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობისათვის. ნუ დაივიწყებთ, რომ რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე, აუცილებელია სიტუაციის ყურადღებით შესწავლა.

 

მშვილდოსანი

შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები განხორციელდეს. საყვარელ ადამიანთან ხანგრძლივად დაშორებას ერიდეთ

 

კურო

ზედმეტად თავდაჯერებული და დაუფიქრებელი ქმედებები იმედგაცრუებას მოგიტანთ. გარდა ამისა, მატულობს სეზონური დაავადების ალბათობა.

 

ქალწული

სახლი და საოჯახო პრობლემები ამ დღეს თქვენთვის მთავარი საზრუნავია. ეცადეთ, თავზე არ აიღოთ ისეთი საქმის შესრულება, რომელიც თქვენს ძალებს აღემატება. ისწავლეთ კომპრომისზე წასვლა.

 

თხის რქა

აქცენტი ოჯახური პრობლემების მოგვარებაზე გააკეთეთ. ახლობლების მიმართ მზრუნველობა გამოიჩინეთ. დღეს შესაძლებელია იმ ადამიანს შეხვდეთ ვისაც დიდი ხანია არ ელაპარაკებით, გადადგით ნაბიჯი შერიგებისკენ და ნახავთ, თუ როგორ სულიერ სიმშვიდეს იგრძნობთ.

 

ტყუპები

დღევანდელ დღეს, სწორედ თქვენ იქნებით წამყვანი ფიგურა თქვენ გარშემო არსებულ პროცესებში. აქედან გამომდინარე, შეეცადეთ, საკუთარ იმიჯზე იზრუნოთ-მიხედეთ ვარცხნილობას და განაახლეთ გარდერობი. მთავარია, ბევრი ფიქრის გამო დრო არ დაკარგოთ.

 

სასწორი

თუ ნოსტალგიამ შეგიპყროთ, მოინახულეთ დიდი ხნის უნახავი მეგობრები. თუ საკუთარ თავში ჩაღრმავების სურვილი გაგიჩნდებათ, მრავალ კითხვაზე შეძლებთ პასუხის გაცემას. არ დაგავიწყდეთ სპორტი

 

მერწყული

დღეს გამოიჩინეთ სიფრთხილე, თქვენში დაგროვილი ენერგიის დახარჯვისას შესაძლებელია საკმაოდ ბევრი სისულელე ჩაიდინოთ.

 

კირჩხიბი

პირად ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები გელით. უარი თქვით ისეთ ურთიერთობაზე, რომელიც დიდი ხანია, აღარ განიჭებთ სიამოვნებას და ახალი რომანი გააბით. შესაძლოა, მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის წყალობითაც თქვენ წინაშე ახალი პერსპექტივა გადაიშლება.

 

მორიელი

მცირედი პრობლემების მიუხედავად, წინ წარმატებული დღე გელით. დრო გამონახეთ შოპინგებისთვის. საღამო მხიარულ საზოგადოებაში გაატარეთ. საყვარელ ადამიანთან კონფლიქტებს ერიდეთ.

 

თევზები

დღეს თქვენი შრომისმოყვარეობა უსაზღვრო იქნება. მთავარია ზუსტად განსაზღვროთ როგორ ჩარჩოებში, ვისთან და რისთვის უნდა იშრომოთ. ერთობლივ მოქმედებებს უფრო მეტი შედეგი ექნება და საქმის სიმძიმეს სხვასაც გადაუნაწილებთ.

 

 

https://horoskopi.ge/

წაკითხვა 617 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 24 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.