ამ გვერდის ამობედვა

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - ეს დღე იდეალურია კარიერაში წინ წასაწევად. თქვენი პროფესიონალიზმი სათანადოდ დაფასდება. მოზღვავებული ენერგია საშუალებას მოგცემთ, რთული პროექტები განახორციელოთ.

 

ლომი - დღეს უმჯობესია დაისვენოთ. საქმეებში ნუ ელით წარმატებებს. არაა გამორიცხული, რომ გაგიცრუებთ იმედს ახლობლების მოქმედებები.

 

 

მშვილდოსანი - დღე დაიწყება გართობებით, თავგადასავლებით, სასიყვარულო საქმეებითა და შემოქმედებითი საქმიანობით. გახსოვდეთ, რომ თქვენ გაქვთ უნარი ყველაზე რთული და დაძაბული მდგომარეობიდანაც კი იპოვოთ გამოსავალი.

 

 

კურო - დღეს საყვარელი ადამიანისაგან სიურპრიზს ელოდეთ. ახალ სასიყვარულო თავგადასავლებზე უარს ნუ იტყვით. საქმიან ცხოვრებაში ინტუიციას ენდეთ.

 

 

ქალწული - დღეს მთავარი მოვლენები პირად ცხოვრებაში განვითარდება. ბედი სერიოზულ გამოცდას უმზადებს თქვენს სიყვარულს. სამაგიეროდ, სრული იდილია გელით კარიერაში. საღამო ეცადეთ მხიარულად გაატაროთ.

 

 

თხის რქა - სამსახურში იყავით ყურადღებით და ფრთხილად. ოცნება რეალობად შეიძლება გექცეთ. სუსტი სქესის წარმომადგენლების ყურადღებას მიიქცევთ. ასეთივე წარმატებული იქნებით საყიდლებზე.

 

 

ტყუპები - მცირე პრობლემების მიუხედავად, წინ წარმატებული დღე გელით. გაგიმართლებთ ფინანსურ ოპერაციებში არ გადაიღალოთ. ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.

 

 

სასწორი - დღევანდელი დღე პირადი ცხოვრების მოწყობას დაუთმეთ. ნუ გადაიტვირთებით, გამონახეთ დრო დასვენებისათვის. კარგი იქნება, თუ ბუნებაშიც გაისეირნებთ.

 

 

მერწყული - რატომ უნდა დაუცადოთ სანამ წინადადება რომელსაც თქვენ ელოდებით მოვა თავისით. ასე შეიძლება ძალიან დიდი ხანი მოგიწიოთ ლოდინი. თავად გადადგით პირველი ნაბიჯი.

 

 

კირჩხიბი - დროა, დასვენებაზეც იფიქროთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ. თუ კარგად დაისვენებთ, უახლოეს მომავალში კარიერაში წინსვლაც გელით.

 

 

მორიელი - გექნებათ ბრწყინვალე შანსი, რომ რაღაც ახალი დაიწყოთ. ეს შეიძლება იყოს უკეთესი სამუშაო. თუ დღეს ახალ პარტნიორებთან შეხვედრა მოგიწიათ, გირჩევთ დაჰპირდეთ იმის გაკეთებას, რაც შეგიძლიათ.

 

 

თევზები - დღეს თქვენ ენერგიული იქნებით. ყველა საქმე რასაც ხელს მოკიდებთ გამოგივათ. საღამოს თქვენ კიდევ უფრო თავდაჯერებული გახდებით.

 

 

 

https://horoskopi.ge/

 

წაკითხვა 737 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 29 2019

სიახლეები