13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

გირჩევთ, ეს დღე სიყვარულს, ოჯახურ ურთიერთობებს და ახალ ნაცნობობას მიუძღვნათ, რომელიც შეიძლება სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ვარსკვლავების დახმარებით, ფინანსური წარმატება გელით; მოსალოდნელია ხელსაყრელი კომერციული ოპერაცია, მაცდური წინადადება ან მოგება.


კურო

ხელსაყრელი დღეა სახლის მშენებლობისთვის, რემონტისთვის, მიწათმოქმედებისა და საპროექტო სამუშაოებისთვის. ნებისმიერი ფულის დაბანდება წარმატებული იქნება და დიდ შემოსავალს მოგიტანთ.


ტყუპები

ბედი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსს გაძლევთ. სავარაუდოდ, დღის პირველ ნახევარში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება უამრავ სფეროში მოგეცემათ.


კირჩხიბი

ფრთხილად იყავით, არსებობს ახლობელ ადამიანთან კონფლიქტის რისკი. გირჩევთ, არ დაგეგმოთ მეგობრებთან შეხვედრა და თავი შეიკავეთ ნებისმიერ თემაზე კამათისგან. კარგი იქნება, თუ დღის მეორე ნახევარს ოჯახს და ბავშვებს დაუთმობთ.


ლომი

სავარაუდოდ, მძიმე დღეა. მოსალოდნელია არასასურველი შეხვედრა ან უსიამოვნო ინფორმაცია. მამაკაცებს ფინანსური პრობლემები ელოდებათ. ქალები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ მათი ახალი სასიყვარულო გატაცება ხანმოკლე იქნება.


ქალწული

მძიმე დღეა. მამაკაცებს გადაღლამ და ნერვიულობამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას. ეცადეთ, მეტი ყურადრება მიაქციოთ ჯანმრთელობის მდგომარეობას - დაიცავით კვების, დასვენების და ძილის რეჟიმი.


სასწორი

არახელსაყრელი დღეა. საქმეს გულს ვერ უდებთ და დეპრესია გეუფლებათ. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია წვრილმანი უსიამოვნებები. დღის მეორე ნახევარში გაცილებით მეტი ძალისხმევა მოგიწევთ, რომ ოჯახში სიმშვიდემ და ჰარმონიამ დაისადგუროს.


მორიელი

ამ დღის დევიზია სიყვარული, მშვიდობა და თანხმობა. გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთობას ნელ-ნელა აგვარებთ, თუმცა ზოგჯერ წინა წლების უსიამოვნო გავლენა თავს გახსენებთ. ხელსაყრელი დღეა თეატრებში, კინოებში, მუზეუმებსა და საკონცერტო დარბაზებში ვიზიტებისთვის. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი საყვარელ ადამიანთან ერთად კულტურულ დასვენებას მიუძღვნათ.


მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ძველი საქმეების დასრულებისთვის. გამორიცხული არ არის, ახალმა იდეებმა დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ. მთელი კვირის დაღლილობას და დაძაბულობას ახლობელ ადამიანებთან ერთად ბუნებაში დასვენება მოგიხსნით. შესაძლოა, ძველი თაყვანისმცემელი ისევ თქვენი თვალთახედვის არეალში მოექცეს. მარტოხელა მამაკაცებს რომენტიკული შეხვედრა გელით.


თხის რქა

არახელსაყრელი დღეა ფინანსური საქმიანობისთვის. ერიდეთ საქმეებს, რომლებიც დაუყოვნებლივ მოგვარებას საჭიროებენ. გამორიცხული არ არის ფინანსური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


მერწყული

კრიტიკული დღეა. ვიღაც თქვენი ფულის ხელში ჩაგდებას ცდილობს. ფრთხილად იყავით, ფულს და ძვირფასეულობას თვალი არ მოაცილოთ - დიდია ქურდობის საფრთხე. არახელსაყრელი დღეა ფულის გასესხებისა და ფინანსურ დოკუმენტებზე ხელის მოწერისთვის.


თევზები

ამ დღის დევიზია სიყვარული, მშვიდობა და თანხმობა. დღის პირველ ნახევარში ჯანმრთელობას განსაკუთრებით გაუფრთხილდით. დღის მეორე ნახევარი კი, გირჩევთ, საყვარელ ადამიანთან და მეგობრებთან ერთად გაატაროთ. ეს ერთ-ერთი ის იშვიათად იღბლიანი დღეა ბიზნესმოლაპარაკებისთვის, რადგან მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება თქვენი ეკონომიკური ინტერესები.

 

https://funtime.ge/

წაკითხვა 212 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 14 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.