14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი
ხელსაყრელი პერიოდია წინა დღეების გეგმების შესასრულებლად. შეგიძლიათ, მოღვაწეობის სფეროს შეცვლაზე და ოჯახური ურთიერთობების დახვეწაზე იფიქროთ. საქმიანი კონტაქტები და კომერციული ოპერაციები უახლოეს ხანში სასურველ შედეგს მოგიტანთ. იზრდება თქვენი ინტუიცია და ადამიანებზე ზემოქმედების უნარი, რაც ახლობელ ადამიანებთან და კოლეგებთან ურთიერთობებზე დადებითად აისახება.


კურო
ეცადეთ, ბავშვებს მეტი ყურადღება დაუთმოთ და პრობლემების მოგვარება ძალისმიერი მეთოდების გამოყენების გარეშე სცადოთ. გახსოვდეთ, რომ ბავშვებზე ყველაზე უკეთ პირადი მაგალითი მოქმედებს. სასიყვარულო საქმეებში წარმატება გელით.


ტყუპები
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველა საქმე დროულად და ეფექტურად დაასრულოთ. ამ დღის წარმატების საიდუმლო შრომისმოყვარეობასა და კეთილსინდისიერებაში მდგომარეობს. ქალებს სასიყვარულო საქმეებში წარმატება ელით. სავარაუდოდ, რომანტიკული პაემანი ან ძველ შეყვარებულთან შეხვედრა გელით. თავი შეიკავეთ არასერიოზული დაპირებების გაცემისგან. ეს უსიამოვნებებს მოგიტანთ.


კირჩხიბი
თავის გამოჩენის სურვილი გაქვთ, თუმცა არაფერი გამოგივათ, ამიტომ თავის შეკავება ჯობს. გირჩევთ, ძველი საქმეები დაასრულოთ და ახალი პროექტების განხორციელებას ამის შემდეგ შეუდგეთ. გამორიცხული არაა, რომ ჯანმრთელობის პრობლემებმა შეგაწუხოთ. ერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომასა და გადაღლას. თავს ყველაზე კომფორტულად და მშვიდად ოჯახში და მეგობრების წრეში იგრძნობთ.


ლომი
სავარაუდოდ, სამუშაო თქვენგან მაქსიმალურ ყურადღებას და დისციპლინას მოითხოვს. მოსალოდნელია ოჯახური საქმეები, რაც დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს მეგობრების დახმარებით გაანეიტრალებთ.


ქალწული
ფინანსური ოპერაციებისთვის ხელსაყრელი დღეა. ვარსკვლავები შემოსავალს გპირდებიან. თქვენი ენთუზიაზმი გარშემომყოფებს თქვენთან თანამშრომლობის სურვილს გაუჩენს. ახალი იდეები უახლოეს ხანებში სასურველ შედეგს მოგიტანთ. მოსალოდნელია კარიერული ცვლილება, ოღონდ დადებითი თუ უარყოფითი, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.


სასწორი
ეს დღე უმიზეზო ნერვიულობით დაიწყება. გამორიცხული არ არის საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობაში პრობლემები, რაც ორმხრივ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეცადეთ, საკუთარ თავს გამოუტყდეთ, რომ ყველა პრობლემის მიზეზი თქვენ და თქვენი გაორებული ცხოვრებაა. საბოლოო არჩევანის გაკეთება მოგიწევთ.


მორიელი
ეს დღე კონფლიქტებსა და პროვოკაციებს უკავშირდება. არავითარ შემთხვევაში არ დასთანხმდეთ პარტნიორებისა და კოლეგების საქმიან შეთავაზებას. პირად ცხოვრებაში გაუგებრობებს უნდა ელოდოთ. ახლობელი ადამიანების ნეგატიური დამოკიდებულება თქვენში აგრესიას გამოიწვევს. ფრთხილად იყავით - მოსალოდნელია ტრავმები და უბედური შემთხვევები.


მშვილდოსანი
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. კოლეგებთან უთანხმოება ან პირად ცხოვრებაში ნეგატიური ცვლილებები მწყობრიდან გამოგიყვანთ, მინიმუმამდე შეამცირეთ კონტაქტები. სწორედ ამ დღეს ახალი ნაცნობობა ნეგატიურ შედეგებს მოიტანს.


თხის რქა
ტყუილებით, იმედგაცრუებითა და ნეგატიური ემოციებით სავსე დღეა. დაუგეგმავი ხარჯი ან ფინანსური ზარალი, რომელიც სარისკო კომერციულ ოპერაციას უკავშირდება, ოჯახურ ბიუჯეტზე ნეგატიურად აისახება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას - მოსალოდნელია მსუბუქი დეპრესია და თავის ტკივილი. გულთან ახლოს ნურაფერს მიიტანთ, იმიტომ, რომ ამ დღეს თქვენ არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ.


მერწყული
ხელსაყრელი დღეა ქორწინების, ბავშვის ჩასახვისა და მკურნალობისთვის. ხელიდან ნუ გაუშვებთ ახალი, საინტერესო ადამიანების გაცნობის შანსს. შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცემათ.


თევზები
ეს დღე ბოროტისა და კეთილის ჭიდილს განასახიერებს. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და ეს დღე უსიამოვნო მოგონებებს არ დაგიტოვებთ. სურვილი და ძალა არ გყოფნით, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. შესაძლოა, დაავადება, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, ხანგრძლივი იყოს.

 

https://funtime.ge/

წაკითხვა 159 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.