16 თებერვლის ჩათვლით გეომაგნიტური დღეებია - როგორი კვირა ელით ზოდიაქოს ნიშნებს

ვერძი – მეტად დინამიური კვირაა.

იგძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას, ჩვეული შეუპოვრობის და ბრძოლისუნარიანობის გამოვლენას, მთავარია, მიზნისკენ სწრაფვა ზედმეტ აგრესიაში არ გადაიზარდოს, რადგან ასე მხოლოდ გარშემომყოფთა უკმაყოფილებას გამოიწვევთ. კარგი პერიოდია ახალი კონტაქტების დასამყარებლად და განვითარების ახალი გზების მოსაძიებლად, მნიშვნელოვანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გასამართად და სარფიანი გარიგებების, ხელშეკრულებების გასაფორმებლად, რადგან სწორედ ახლა გაქვთ შანსი შექმნათ საფუძველი მომავალი წარმატებისთვის. არაა გამორიცხული გაიჩინოთ ახალი პარტნიორები, რომლებიც სრულად გაიზიარებენ თქვენს იდეებს და დაგეხმარებიან მათ რეალიზაციაში.

 

კურო – მეტ-ნაკლებად წარმატებული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არ ღირს ზედმეტად გადაღლა, საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის და ვალდებულებების აღება, ინიციატივის გამოჩენა და ახალი საქმის დაწყება. უიმჯობესია შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმეებით და დაასრულოთ ძველი, გადადებული პროექტები, რაც კარიერულ წინსვლაშიც დაგეხმარებათ და მატერიალურ სარგებელსაც მოგიტანთ. არაა გამორიცხული კვირის ბოლოს ნათესავთა დახმარება, მათი პრობლემების მოწესრიგება და დაუგეგმავი ხარჯის გაწევა მოგიხდედ.

 

 

ტყუპები – მეტად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და საინტერესო იდეების ჩამოყალიბებას, რითაც კოლეგებს და ხელმძღვანელებსაც სწრაფად დააინტერესებთ. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, მთავარია გააქტიურდეთ და მაქსიამლურად გამოავლინოთ კომუნიკაბელურობის ჩვეული უნარი, რაც არა მხოლოდ ახალი და მრავალფეროვანი კონტაქტების შეძენაში, არამედ კარიერულ წინსვლასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ. არაა გამორიცხული დაიწყოთ ახალი საქმე ან მოიძიოთ ახალი სამსახური, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თქვენს ამბიციებს.

 

 

კირჩხიბი – დინამიური, თუმცა ქაოტური კვირაა. დიდ დროს დახარჯავთ სასიყვარულო პარტნიორთან, ოჯახის წევრებთან უთანხმოების მოგვარებაზე და საქმეების მოწესრიგებაზე, თუმცა არც ჯანმრთელობის უყურადღებოდ დატოვება ღირს, რადგან დასუსტებული ენერგოტონუისს ფონზე მაღალია გადაღლის და ინფექციური დაავადებებით დასნეულების რისკი. მართალია, კარგი პერიოდია პროფესიული წარმატების მოსაპოვებლად, მაგრამ მოგიწევთ გარკვეული პრობლემების დაძლევა, რაც პირველ რიგში ძველი შეცდომებით ან თქვენი უმიზეზო პრინციპულობით იქნება გამოწვეული. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია, რათა არ მოგიწიოთ საკუთარ სურვილებზე უარის თქმა.

 

 

ლომი – იღბლიანი, მეტად წარმატებული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, შემოქმედებითი ნიჭის და უნარის გამოვლენას. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ახალი საქმის დასაწყებად, იდეების ჩამოსაყალიბებლად და მათ განსახორციელებლად, კარიერული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მთავარია მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რადგან წარმატების მიღწევის შანსი ყველა სფეროში გექნებათ. არაა გამორიცხული შეიძინოთ ახალი ნაცნობები, რომლებიც საიმედო სასიყვარულო ან საქმიანი პარტნიორები გახდებიან მომავალში.

 

 

ქალწული – ნაკლებად ნაყოფიერი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, ზედმეტი გადაღლა კი, მხოლოდ შეცდომებს დაგაშვებინებთ. მოერიდეთ სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას, იმოქმედეთ ფრხილად, მხოლოდ პრინციპით "შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი". კარგი პერიოდია ახალი პარტნიორების შესაძენად და კონტაქტების გასაფართოვებლად, ძველი პროექტების დასასრულებლად და სამომავლო გეგმების დასასახად, მთავარია, იმოქმედოთ წინდახედულად და არ სცადოთ ყველა საქმის ერთდროულად კეთება.

 

 

სასწორი – პოზიტიური ცვლილებების კვირაა, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ მთელს თქვენს ცხოვრებაზე. თამამად შეგიძლიათ გამოიჩინოთ ინიციატივა და საკუთარ თავზე იტვირთოთ კოლექტიური პრობლემების მოგვარება, რაც კარიერულ წინსვლაშიც დაგეხმარებათ და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაშიც, მთავარია აქტიურად გამოიყენოთ საკუთარი შესაძლებლობები და ნაცნობობა გავლენიან მფარველებთან. არაა გამორიცხული შეიძინოთ ახალი ნაცნობები, რომლებიც მომავალში გახდებიან საიმედო საქმიანი ან სასიყვარულო პარტნიორები.

 

 

მორიელი – საკმაოდ შედეგიანი კვირაა. შეძლებთ ძველი საქმეების მოწესრიგებას და ახალი პროექტების დაწყებას. მთავარია, მზად იყოთ ცვლილებებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვნად შეცვლიან არა მხოლოდ თქვენს ცხოვრებას, არამედ მსოფლმხედველობას და მანამდე განსაზღვრულ პრიორიტეტებსაც. კარგი პერიოდია ახლობლებთან, სასიყვარულო პარტნიორთან საერთო ენის მოსაძიებლად და ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროებით მაინც იტყვით უარს ეგოიზმსა და სიჯიუტეზე.

 

 

მშვილდოსანი – მეტად პოზიტიური, შედეგიანი კვირაა, რომელიც მაქსიმალურად აქტიურად უნდა გაიაროთ, რათა ხელიდან არ გაუშვათ წარმატების მიღწევის შანსი. გაამართლებს ცვლილებების განხორციელების, ახალი საქმის ან სამსახურის მოძიების მცდელობა, რადგან სწორედ ასე შეძლებთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მთავარია ენდოთ ინტუიციას და იმოქმედოთ მხოლოდ მასზე დაყრდნობით, თამამად გაუზიაროთ საკუთარი შეხედულებები ხელმძღვანელებს და იქონიოთ მათი მხარდაჭერის იმედი. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და უცხოელ პარტნიორებთან კავშირების გასაფართოვებლად, სარფიანი შეთავაზებების მისაღებად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად.

 

 

თხის რქა – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, შეძლებთ ძველი საქმეების მოწესრიგებას, მაგრამ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე მაინც ძალიან გაგიჭირდებათ გაააქტიურება და ახალი პროექტების დაწყება. არ ღირს გადაღლა და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება, რადგან არასტაბილური ჯანმრთელობის ფონზე სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც. კარგი პერიოდია პირადი, ნათესავური ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, ამიტომ კარგი იქნება თუ დროებით მაინც იტყვით უარს კარიერაზე და მეტ დროს დაუთმობთ ახლობლებთან ურთიერთობას, რომელბიც აუცილებლად მოულოდნელი ცვლილებებით, სიურპრიზებით გაგახარებენ.

 

 

მერწყული – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც სწორედ თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, შემოქმედებითი ნიჭის და უნარის გამოვლენას, ჩვეული გონებამახვილობა და კონტაქტურობა კი, ახალი ნაცნობების შეძენაში, საინტერესო იდეების ჩამოყალიბებასა და სპონტანურად მოქმედებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია შემოსავლის ახალი წყაროს მოსაძიებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საზოგადოებაში ავტორიტეტის მოსაპოვებლად და გავლენის სფეროების გასაფართოვებლად.

 

 

თევზები – სახიფათო, ნაკლებად შედეგიანი კვირაა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ერთი-ორად მოიმატებს ტრავმების და ავარიების, გაცივების და ინფექციური დაავადებებით დასნეულების ალბათობა. მოერიდეთ კოლექტიურ საქმიანობას, უმჯობესია იმოქმედოთ ინდივიდუალურად, რადგან არასტაბილური ემოციური მდგომარეობის ფონზე ნებისმიერი წვრილმანი გაგაღიზიანებთ. არაა გამორიცხული სწორედ ახლა შეგახსენონ თავი ძველმა შეცდომებმა და გაუსტუმრებელმა ვალებმა, რაც ნეგატიურად აისახება როგორც თქვენს ფინანსურ სტაბილურობაზე, ისე ზოგადად გუნება-განწყობაზე. ყურადღება გამოიჩინეთ ნებისმიერი დოკუმენტის ხელმოწერისას და გარიგების გაფორმებისგან, რადგან ერთი შეხედვით სარფიანი შეთავაზება მომავალში აუცილებლად სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით.

 

 

გეომაგნიტური დღეები – 11, 12, 13 და 16 თებერვალი.

 

 

https://fortuna.ge/fortuna

 

წაკითხვა 312 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 12 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.