14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი:

ვერძი

სამთავრობო ან საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ურთიერთობის დროს აჩქარება მიზნის მიღწევაში ხელს შეგიშლით. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ კომერციულ ოპერაციებში და საქმიან ქაღალდებთან მუშაობის დროს.

კურო

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. ეს განსაკუთრებით ბიზნესისა და ვაჭრობის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ეხებათ. ნებისმიერი წამოწყება წარმატებით დასრულდება და მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ, მაგრამ გარისკვა მაინც არ ღირს. მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ.

ტყუპები

გამორიცხული არ არის, რომ წინა დღეების ჩანაფიქრი განახორციელოთ. სამსახურში მოსალოდნელია პრობლემები, თუმცა გავლენიანი ადამიანი მათ მოგვარებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია ახალი მფარველის ან პარტნიორის გამოჩენა. ამის გარდა, მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევენ მეგობრები და ნათესავები.

კირჩხიბი

დიდი შემოსავლისა და შენაძენის დღეა. მომგებიანი გარიგების დადების შანსი გაქვთ. თუ სამსახურის შეცვლას გეგმავთ, შეგიძლიათ ჩანაფიქრი თამამად განახორციელოთ, რადგან ნებისმიერი წამოწყება კარგ შემოსავალს მოგიტანთ. მოსალოდნელია ძველი პრობლემები უეცარი მოგვარება.

ლომი

ხელმძღვანელთან ურთიერთობაში ზედმეტი პირდაპირობა და არადიპლომატიურობა შესაძლოა, თქვენს კარიერულ წინსვლაზე უარყოფითად აისახოს. გარშემომყოფ ადამიანებთან მოსალოდნელია კონფლიქტი და გაუგებრობა.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა საქმიანი კონტაქტებისთვის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობისთვის. იზრდება ადამიანების დარწმუნების უნარი და ინტუიცია. თქვენი ოპტიმიზმი და მიზანსწრაფულობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. პრობლემების გადაჭრის დროს მეგობრების, მფარველების და ნათესავების დახმარების იმედი გქონდეთ.

სასწორი

დაწყებული საქმეების დასრულებისთვის ხელსაყრელი დღეა. თამამად შეგიძლიათ ვალის აღება ან გაცემა. შესაძლოა, მფარველებისგან დახმარება მიიღოთ. სასწორ ქალებს პიროვნული მომხიბვლელობა ყველა განსაცდელის გადალახვაში და საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვებაში დაეხმარებათ. გაითვალისწინეთ, რომ ინტიმურ შეხვედრებს და რომანტიკულ თავგადასავლებს სერიოზული შედეგები მოჰყვება.

მორიელი

არახელსაყრელი დღეა. თავს დაღლილად გრძნობთ და დინებას მიჰყვებით. ეცადეთ, არ მოდუნდეთ და ინიციატივა ხელიდან არ გაუშვათ. გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთობის გარკვევა გელით. გახსოვდეთ ყველა წარუმატებლობის მიზეზი, პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა ეძებოთ. ეცადეთ საკუთარი თავის მიმართ უფრო კრიტიკულად განეწყოთ.

მშვილდოსანი

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს წინა კვირების გეგმები განახორციელოთ. ხელსაყრელი დღეა სავაჭრო გარიგებებისა და სარისკო ოპერაციებისთვის. შეგიძლიათ მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ - საკუთარ სიმართლეში მოკავშირეების დარწმუნების უნარი წარმატებას მოგიტანთ. თქვენი მომხიბვლელობა და ენერგიულობა საშუალებას მოგცემთ, ყველა წინააღმდეგობა გადალახოთ.

თხის რქა

პრინციპების დაცვისა და მიზნის მიღწევის დღეა. ენერგიის უჩვეულო მოზღვავებას იგრძნობთ. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებთ, წარმატებით დასრულდება და ყველაზე ჩახლართული სიტუაციიდანაც კი გამარჯვებული გამოხვალთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა ძველი კონტაქტების აღდგენისა და ახლობელი ადამიანების დახმარებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი პრობლემა წარსულის შეცდომების ბრალია. სასიცოცხლო პოტენციალის შემცირების გამო არასასურველია ფიზიკური დატვირთვა.

თევზები

ამ დღეს მამაკაცებს ძველი, სამსახურებრივი პრობლემების მოგვარება მოუწევთ. ეცადეთ, ხელქვეითებში ჯანსაღი ურთიერთობის შექმნაზე იზრუნოთ. პირადი საქმეები დროებით, მეორე პლანზე გადაიწევს.

წაკითხვა 96 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 14 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.