უშველეთ საკუთარ თავს თავად: რა უნდა ისწავლოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

სისუსტე ყველა ადამიანს აქვს.

თქმა ადვილია, "დაანებე თავი მოწევას", "ნუ ჭამ ამდენ ტკბილეულს", "არ დალიო", მაგრამ სულ სხვაა მოქმედება და რეალურად გათვისუფლება მავნე ჩვევებისგან, თუ შიშებისგან. რა უნდა ისწავლოთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნი მიხედვით

 



ვერძი - არ ილაპარაკოთ ზედმეტი. არ იკამათოთ. თქვენ მეგობართან საუბარიც კი შეგიძლიათ პოლემიკაში გადაიზარდოთ, მისი საიდუმლოებებიც გათქვათ და მეგობარი გადაიკიდოთ კიდეც. იყავით თავშეკავებული გამონათქვამებისას და ნაკლებად გაეხვევით უსიამოვნო სიტუაციებში.

 



კურო - ხანდახან სერიოზული იერი უნდა მიიღოთ და ხანდახან, სადაც საჭიროა, - მკაცრიც. როგორც წესი, ცდილობთ, არავისთან იკათოთ, მაგრამ გარშემო მყოფები ბოროტად სარგებლობენ თქვენი კეთილგანწყობით. ისწავლეთ არას თქმა. ეცადეთ, იყოთ მომთმენი და მიზანმიმართული, როცა საკუთარ წარმატებაზე მუშაობთ და მოთმინებით დაიწყოთ გამარჯვებისკენ სიარული.

 

 

ტყუპი - ისწავლეთ ლაპარაკიდან საქმეზე გადასვლა. როგორც წესი, თქვენ გეგმების შედგენა და მათზე ლაპარაკი უფრო მოგწონთ, ვიდრე მოქმედება. მაგრამ თუ დაიწყებთ კეთებას, ახალი იდეებიც გაგიჩნდებათ, ენერგიის მოზღვავებასაც იგრძნობთ და ენთუზიაზმიც მოგემატებათ.

 



კირჩხიბი - ნუ აქცევთ გადამეტებულ ყურადღება სხვების აზრს. თუ უნდა მოისმინოთ ყველას აზრი და კომენტარი ვერასდროს ვერ გააკეთებთ იმას, რაც გსურთ, დრო არ დაგრჩებათ. ამიტომ, გააკეთეთ ის, რაც თქვენს გულს გაეხარდება და იყურეთ წინ და არა აქეთ-იქით.

 



ლომი - გსურთ, გარშემო მყოფები მუდამ ქათინაურებით გავსებდნენ, გაქებდნენ. ხშირად უამრავ ძალას ხარჯავთ იმაზე, რომ გარეგნულად იდეალურად გამოიყურებიდეთ. დროა, მეტი დრო დაუთმოთ იმას, რაც მართლა გაინტერესებთ. ცხოვრება სასიამოვნო სიახლეებით გაიხალისეთ.

 



ქალწული - პერფექციონისტი ხართ. მაგრამ სასურველის მიღწევა რატომღაც სხვისი ხელებით გსურთ. თუ თავად დაიწყებთ კეთებას, უფრო კარგ შედეგს მიაღწევთ. შეცდომებს საფუძველშივე აღმოფხვრით. ეცადეთ, საკუთარი თავის მიმართ იყოთ უფრო მომთხოვნი და უფრო მაღალი მიზნები დაისახოთ.

 



სასწორი - ბევრი არ იფიქროთ და სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილებები. უნდა შეძლოთ მნიშვნელოვანის მეორეხარისხოვანისგან გამორჩევა. როგორც კი ორჭოფობას დაივიწყებთ და დასახული მიზნების განხორციელებას დაიწყებთ, მომენტალურად გაიმარჯვებთ.

 



მორიელი - მცირე საქმეებსაც კი დეტალურად და დაკვირვებულად უნდა მიუდგეთ. როგორც წესი, თქვენ მასშტაბურად ფიქრობთ და წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევთ. დაიწყეთ მარტივით: შეამჩნიეთ ის, რასაც გარშემო მყოფები ყოველდღე გიკეთებენ და რას აკეთებთ თქვენ მათთვის. მოულოდნელი აღმოჩენები გელოდებათ.

 



მშვილდოსანი - მართალია, გარშემო მყოფების თვალში თავდაჯერებული ხართ და ოპტიმიზმით აღსავსე, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ და ხანდახან მაინც დაეჭვდეთ საკუთარ ცოდნაში, ძალებში. ნუ დახუჭავთ თვალებს იმაზე, რაც არ მოგწონთ, მიეცით თავს უფლება, რომ ეჭვი შეგეპაროთ - ამით ბევრ შეცდომას აიცილებთ.

 



თხის რქა - სწრაფად ცდილობთ გაერკვეთ სიტუაციაში, დასკვნების გამოტანაში. ეს ხანდახან მუშაობს, ხანდახან - არა. გამოუტყდით საკუთარ თავს, რომ ერთ დღეში სპეციალისტი ვერ გახდებით, უნდა ისწავლოთ და სწავლის პროცესისგან სიამოვნების მიიღებაც შეიგრძნოთ.

 



მერწყული - ნუ გაექცევით სირთულეებს, პრობლემებს. თქვენ გაურბიხართ იმას, რაც არ მოგწონთ და ამის გამო გარშემო მყოფებში ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. გწამდეთ, რომ ყველაფერი ისე რთულად არაა, როგორც გგონიათ. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ის, რაც არ მოგწონთ და არ გაექცეთ საკუთარ თავს.

 



თევზები - თქვენ ფანტაზიის სამყაროში ცხოვრობთ და ხანდახან რეალობასთან კარგავთ კავშირს, ან იგნორირებას უწევთ მას. მოძებნეთ კომპრომისი და მიხვდებით, რომ რეალურ ცხოვრებაშიც ბევრი საინტერესო ხდება. ფანტაზია კი შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად გამოიყენეთ.

 

 

https://marao.ge/

წაკითხვა 530 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.