30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. სავარაუდოდ, რამდენიმე საქმიან კონტაქტს დაამყარებთ, რომელიც მომავალში დაგეხმარებათ. ყველაფრის მიუხედავად, საბოლოო წარმატებას იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ გარშემომყოფთა აზრს გაითვალისწინებთ და ბიზნეს-პარტნიორების საქმიან თვისებებს დააფასებთ. გამორიცხული არ არის, გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდეთ.

 

კურო

ენერგეტიკულად მძლავრი დღეა. მოზღვავებულმა ენერგიამ შესაძლოა, ცუდი სამსახური გაგიწიოთ. გირჩევთ მშვიდად და წინდახედულად იმოქმედოთ. მხოლოდ თქვენს მოქმედებაზეა დამოკიდებული ფინანსური წარმატება, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და ზოგადად, ემოციური ცხოვრება. ნუ მოდუნდებით და მეორეხარისხოვან თემებზე დროს ნუ დაკარგავთ.

 

ტყუპები

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა, თუმცა მოზღვავებულმა ენერგიამ შესაძლოა, ცუდი სამსახური გაგიწიოთ. მოსალოდნელია კონფლიქტი და დაპირისპირება გარშემო მყოფებთან. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობას. გამორიცხეთ ფიზიკური დატვირთვა - დიდია ტრამვის ალბათობა.

 

კირჩხიბი

გაითვალისწინეთ, რომ მოზღვავებული ენერგია ყოველთვის სასარგებლო არ არის. ამ დღემ შესაძლოა, უამრავი თავსატეხი გაგიჩინოთ. გამორიცხული არ არის გარშემომყოფებთან კონფლიქტი. გახსოვდეთ, რომ თქვენს მოქმედებაზეა დამოკიდებული ფინანსური წარმატება და ემოციური ცხოვრება მთლიანობაში.

 

ლომი

ამ დღეს წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ საქმიანი პარტნიორების პოზიციას პატივს სცემთ. თავი შეიკავეთ უპირობო ლიდერობის მცდელობისგან. ეცადეთ, პრიორიტეტები სწორად გაანაწილოთ და ურთიერთობებში გაერკვეთ. ასეთ შემთხვევაში წარმატება თქვენ დაგრჩებათ.

 

ქალწული

სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია და ჯანმრთელობის პრობლემებიც არ შეგაწუხებთ. სიმშვიდე შეინარჩინეთ და მკვეთრი გამოთქმებისგან თავი შეიკავეთ, განსაკუთრებით - კოლეგებთან.

 

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ფიზიკური დატვირთვისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციისთვის. თუ ამ დღეს ახალი საქმის დაწყება შემოგთავაზეს, დათანხმდით, რადგან წარმატების შანსი გაქვთ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც დროთა განმავლობაში სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზრდება.

 

მორიელი

დაძაბული სამუშაო დღე გელით. მატერიალურ კეთილდღეობას მხოლოდ ხანგრძლივი და დაძაბული შრომის შედეგად მიაღწევთ. ნუ მოდუნდებით და წვრილმანებზე ნუ მოცდებით. გაითვალისწინეთ, რომ სამსახურში პრობლემების წარმატებით მოგვარება თქვენს მატერიალურ მდგომარეობას განსაზღვრავს.

 

მშვილდოსანი

ამ დღეს მოსალოდნელია ეჭვიანობის ნიადაგზე კონფლიქტი ან პარტნიორის მხრიდან ღია აგრესია. დიდი ალბათობით, უსარგებლო საუბრები და უმიზნო კამათი დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. ეცადეთ, ვითარება არ გაამწვავოთ.

 

თხის რქა

ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგების გამო მოსალოდნელია შეცდომები მუშაობაში და პარტნიორებთან კონფლიქტი. დიდი ძალისხმევა მოგიწევთ იმისთვის, რომ შექმნილი სიტუაციიდან ღირსეულად გამოხვიდეთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი სამსახურეობრივი მდგომარეობა შეირყეს, თუმცა ამას გულთან ნუ მიიტანთ - მალე ყველაფერი მოგვარდება.

 

მერწყული

ამ დღეს სულიერი ჰარმონია და წონასწორობა მოაქვს. კარგი იქნება, ჯანმთელობის გაკაჟებით დაკავდებით. ოჯახში მოსალოდნელია ცვლილებების დაწყება: რემონტი ან მსხვილი ნივთის შეძენა. მარტოხელა მერწყულებს თანამოაზრეებთან საინტერესო შეხვედრები ელით.

 

თევზები

შესაძლოა, სრულიად უმნიშვნელო წესის დარღვევა, მცირე კამათი ან სარისკო წინადადებაზე დათანხმება ძალიან ძვირად დაგიჯდეთ. ამიტომ ამ დღეს ყურადღებით იყავით, მეორეხარისხოვან საქმეებზე ნუ მოცდებით. მარტოხელა თევზებს აქვთ შანსი, ამ დღეს თავის მომავალ სიყვარულს შეხვდნენ.

 

http://www.funtime.ge/

წაკითხვა 162 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 29 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.