22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი:

ვერძი
კრიტიკული დღეა. ფრთხილად იყავით - გადაღლას, დეპრესიას, საკუთარი თავით უკმაყოფილებას და გაღიზიანებას ოჯახში კამათი მოჰყვება. ადრინდელზე მეტს მუშაობთ, თუმცა მატერიალური მდგომარეობა იგივე რჩება. მოსალოდნელია სიტუაცია, რომელიც საერთი ინტერესისთვის სინდისთან გარიგებას გაიძულებთ.



კურო
თქვენი ფინანსური გეგმა ისე არ განხორციელდება, როგორც ელოდით. ფინანსური დანაკარგი მოსალოდნელი არ არის, თუმცა შემოსავლის იმედიც არ უნდა გქონდეთ. შემთხვევითმა ტრამვამ ან ავადმყოფობამ შესაძლოა, ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ. უახლოეს ხანებში მოსალოდნელია უსიამოვნო ცნობა ან მოვლენა.


ტყუპები
ხელსაყრელი დღეა. იზრდება თქვენი სულიერი, შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი. შესაძლოა, თქვენი გეგმები შეიცვალოს, რადგან მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც ელოდით. გამორიცხული არ არის, რომ ავადმყოფობამ ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ. პარტნიორთან ურთიერთიბაში სიფრთხილე გმართებთ. ერიდეთ ზედმეტ ამბიციურობას და თქვენი თავდაჭერილობა და ტაქტი სათანადოდ დაფასდება. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო ცნობა ან მოვლენა.


კირჩხიბი
წინააღმდეგობრივი დღეა. გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, თავს დაძაბულად და უკმაყოფილოდ გრძნობთ. ცუდი წინათგრძნობა მოსვენებას არ გაძლევთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას. უახლოეს ხანებში მოსალოდნელია უსიამოვნო ამბავი ან შეტყობინება.


ლომი
ხელსაყრელი დღეა მეწარმე და კომერსანტი ლომებისთვის. ვარსკვლავები ყველაზე სარისკო საქმეშიც კი წარმატებას გპირდებიან. მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ. საქმეში ეცადეთ, მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებას დაეყრდნოთ. ეცადეთ, მეტი ნდობა გამოიჩინოთ და საშუალება მიეცით ადამიანებს, რომ ინიციატივა გამოავლინონ.


ქალწული
კრიტიკული დღეა. შესაძლოა, იძულებული გახდეთ, საერთო საქმისა და ინტერესის გამო საკუთარ პრინციპებს უღალატოთ. უფროსთან დაპირისპირებას ერიდეთ და ეცადეთ, დამჯერი ხელქვეითის როლი შეასრულოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პროფესიული წარმატებები მატერიალურ მდგომარეობაზეც აისახება. თუ შექმნილ პრობლემებს გაუმკლავდით, თქვენი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება.


სასწორი
ამ დღეს წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ საკუთარი პროექტის ირგვლივ თანამოაზრეების გაერთიანებას შეძლებთ. პლანეტები თქვენ მიმართ კეთილად არიან განწყობილნი და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში დაგეხმარებიან.


მორიელი
სიცრუის, პროვოკაციებისა და ცდუნებების დღეა. შესაძლოა, ცდუნებებს აჰყვეთ და საფრთხის მიუხედავად, ძლიერმა ვნებამ გაგიტაცოთ. გირჩევთ, საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ.


მშვილდოსანი
სავარაუდოდ, თქვენი გეგმები შეიცვლება. გამორიცხული არ არის, რომ შემთხვევითმა ტრამვამ ან ავადმყოფობამ მოვალეობების შესრულებაში ხელი შეგიშალოთ. ამ დღეს პარტნიორებთან ურთიერთოიბაში სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ.


თხის რქა
პროფესიული წარმატებები დადებითად აისახება მატერიალურ მდგომარეობაზე ან კარიერულ წინსვლაზე. ნებისმიერ საქმეში საკუთარ ინტუიციას და საღ აზრს ენდეთ. ნუ აჰყვებით ემოციებს, რომელმაც შეიძლება პრაგმატულობის გრძნობა დაგიკარგოთ და ფინანსურად დააზარალოთ.


მერწყული
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. შემოქმედებითმა აღმაფრენამ შესაძლოა, ახალ, აქამდე მიუწვდომელ სიმაღლეებზე აგიყვანოთ. შესანიშნავი დღეა კოლექტიური საქმიანობისა და ურთიერთობისთვის. უსიამოვნებებს ახლობელი ადამიანების დახმარებით გაუმკლავდებით.


თევზები
საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა და რემონტისთვის არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები. შესაძლოა, თქვენს მატერიალურ მდგომარეობას საფრთხე შეექმნას. სასურველია, ეს დღე ჩვეულ საქმიანობას დაუთმოთ და ექპერიმენტებისგან თავი შეიკავოთ. ერიდეთ გადაღლას და გაცივებას

წაკითხვა 207 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.