რატომ არ გიმართლებთ სიყვარულში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ადამიანები სხვადასხვაგვარები არიან. ზოგი ექსტრავერტია, ზოგი - ინტროვერტი... შესაბამისად, იმ ფაქტორზე, თუ კონკრეტულად რომელ ფსიქოტიპს განეკუთვნება ინდივიდი დიდწილადაა დამოკიდებული მისი პირადი ცხოვრება და ურთიერთობები.
ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც არსებობს კონკრეტული, პრობლემატური თვისებები ხასიათში, რაც ხელს უშლის ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანს სიყვარულში ჰარმონიას და ბედნიერებას მიაღწიოს...
ვერძს პირადი ცხოვრების აწყობაში ხელს სიფიცხე და უტაქტობა უშლის.
კუროს უაპელაციო სიჯიუტე და გადამეტებული სიდინჯე.
კირჩხიბისთვის დამღუპველია ემოციური მიჯაჭვულობა პარტნიორთან, ასე იგი ამ უკანასკნელს პირიქით – გაქცევისკენ უბიძგებს.
ლომი შეცდომას უშვებს, როცა საყვარელ ადამიანს ნივთივით ექცევა.
ქალწულის პრობლემა ყოველთვისაა გადამეტებული კრიტიკა პარტნიორის მიმართ.
სასწორი ყველაზე ხშირად აწყდება სიძნელეებს სიყვარულში იმის გამო, რომ უჭირს დროულად გადაწყვეტილების მიღება.
მორიელს კი ხელს ჰარმონიულ ურთიერთობაში ეჭვიანობა და დესპოტიზმი უშლის.
მშვილდოსანი ურთიერთობას ხშირად ანგრევს იმის გამო, რომ თავისუფლება ურჩევნია ყველაფერს.
თხის რქას გადამეტებული პედანტიზმისა და სიმკაცრის გამო ტოვებენ პარტნიორები.
მერწყული საყვარელ ადამიანებს ხშირად აღიზიანებს საკუთარი არაპროგნოზირებადი საქციელით.
თევზებისთვის კი პრობლემა ხდება ზედმეტი ლოიალურობა მეორე ნახევრის მიმართ.
სიახლეები
- „ქართული ოცნების“ ორგანიზებული „საყოველთაო სახალხო შეკრება“ დასრულდა
- "არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან ორი ათწლეულის მანძილზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა"
- "გლობალური ომის პარტიის აგრესიის მიზეზია, რომ ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია" - ბიზინა ივანიშვილი
- "საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ" - ბიძინა ივანიშვილი
- "პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა"