April 26, 2024

TOP სამი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელიც ყველაზე ხშირად ღალატობს

ალ­ბათ არა­ერ­თი სტა­ტია და­წე­რი­ლა იმის შე­სა­ხებ, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მამ­რე­ბი არი­ან ყვე­ლა­ზე მე­ტად მიდ­რე­კილ­ნი პო­ლი­გა­მი­უ­რო­ბის­კენ. ას­ტრო­ლო­გე­ბიც ხში­რად და­ვო­ბენ ამ სა­კი­თხზე და სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა იმ აზ­რზე ჯერ­დე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ინ­დი­ვი­დის პი­რად ას­ტრო­ლო­გი­ურ რუ­კა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა ზო­გა­დი სტა­ტის­ტი­კაც არ­სე­ბობს და მას ვერ­სად გა­ვექ­ცე­ვით.


მა­ინც რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ მა­მა­კა­ცებს გა­აჩ­ნი­ათ ყვე­ლა­ზე მე­ტად მიდ­რე­კი­ლე­ბა ღა­ლა­ტის­კენ?


რა თქმა უნდა სიის სა­თა­ვე­ში მშვილ­დო­სა­ნი ხვდე­ბა . თუმ­ცა მის შემ­თხვე­ვა­ში ფი­ზი­კუ­რი ღა­ლა­ტის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა­ზე მე­ტად მო­ბეზ­რე­ბის ფაქ­ტო­რი თა­მა­შობს გა­დამ­წყვეტ როლს. მშვილ­დოს­ნე­ბი ბუ­ნე­ბით იდე­ა­ლის­ტე­ბი არი­ან. შე­სა­ბა­მი­სად ქალი, რო­მე­ლიც მის იდე­ალს ვერ შე­ე­სა­ბა­მე­ბა (სა­წყის ეტაპ­ზე მას ყვე­ლა მო­რი­გი რო­მა­ნი ბოლო და უკა­ნას­კნე­ლი ჰგო­ნია!) მალე ხდე­ბა მის­თვის დამ­ღლე­ლი და მო­სა­წყე­ნი პარტნი­ო­რი. რაც შე­სა­ბა­მი­სად გა­ნა­პი­რო­ბებს კი­დეც იმას, რომ იგი გვერ­დზე და­ი­წყებს თვა­ლის გა­პა­რე­ბას.

არა­ნაკ­ლებ მიდ­რე­კი­ლია ღა­ლა­ტის­კენ მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი. თუმ­ცა მას­თან ღა­ლა­ტის ფაქტს ინ­ტე­რე­სის მო­მენ­ტი გა­ნა­პი­რო­ბებს. მერ­წყუ­ლი მა­მა­კა­ცი ხში­რად ცოლს (ან პარტნი­ორს) მენ­ტა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტის ნაკ­ლე­ბო­ბის ან მისი სრუ­ლი არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ღა­ლა­ტობს. იმი­ტომ რომ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სი­ახ­ლო­ვე, მის­თვის სექსზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნიც კია ურ­თი­ერ­თო­ბი­სას.


და­ბო­ლოს, სიის მე­სა­მე სა­პა­ტიო ად­გილს თევ­ზე­ბი იკა­ვე­ბენ . რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, თევ­ზი მა­მა­კა­ცის ღა­ლა­ტის ფეს­ვე­ბი მის ხათ­რი­ან და რბილ ბუ­ნე­ბა­ში ყო­ფი­ლა სა­ძე­ბა­რი. ას­ტრო­ლო­გე­ბის აზ­რით, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი პარტნი­ორს ძი­რი­თა­დად იმ შემ­თხვე­ვა­ში ღა­ლა­ტობს, თუ მას ვინ­მე ძალ­ზე პრინ­ცი­პუ­ლი და აქ­ტი­უ­რი ქალ­ბა­ტო­ნი გა­და­ე­კი­და. შე­სა­ბა­მი­სად, თუ გსურთ, რომ თქვენ­მა პარტნი­ორ­მა თევზმა არა­სო­დეს გი­ღა­ლა­ტოთ, კარ­გად უნდა "და­იც­ვათ" იგი აბე­ზა­რი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის­გან!

წაკითხვა 501 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.