დეკემბერი 19 2023 წაკითხვა 115 ჯერ

ვერძი

დეკემბერი 15 2023 წაკითხვა 92 ჯერ

ვერძი

დეკემბერი 13 2023 წაკითხვა 134 ჯერ

ვერძი

დეკემბერი 12 2023 წაკითხვა 139 ჯერ

ვერძი

ხელსაყრელი და წარმატებული დღეა, რომელმაც შეიძლება თქვენი პატარა ოცნებები აასრულოს. თუ ვინმესთან შერიგებას და მობოდიშებას აპირებთ, უკეთეს დროს ვერ იპოვით. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც გეუბნებიან - ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება და არ არის გამორიცხული, რომ მას ეს გამოუვიდეს.

კურო

ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც თქვენში დადებით ემოციებს იწვევს. რთული საქმეები უმჯობესია სამომავლოდ გადადოთ, რადგან დღეს ასეთ საქმეებში წინსვლას ვერ მიაღწევთ. ნუ გადაიღლებით. ვარსკვლავები ხშირად დასვენებას და განწყობის ამაღლებას გირჩევენ.

ტყუპები

იღბლიანი დღეა. მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. სავარაუდოდ, საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ და დაუფიქრებლად უნდა დათანხმდეთ. საქმე თუ პირველ ცდაზე არ გამოდის, მეორედ უნდა სცადოთ. თუ სიმტკიცეს გამოიჩენთ და უკან არ დაიხევთ, სასურველ შედეგს აუცილებლად მიიღებთ.

კირჩხიბი

ამ დღეს საკუთარ ოჯახს, განსაკუთრებით კი მის ყველაზე პატარა წევრებს თქვენი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ. ეცადეთ ახლობელ ადამიანებთან დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. თუ ხვდებით, რომ სიტუაცია იძაბება, უბრალოდ ოთახიდან გადით და ცოტა ხნით განმარტოვდით. ხვალ ეს პატარა ინციდენტი აღარავის ემახსოვრება.

ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე აქტიურად გაატაროთ, საჭირო და საინტერესო ადამიანებს შეხვდეთ და ინიციატივა გამოიჩინოთ. საღამოს მოულოდნელი სიახლეებს მიიღებთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.

ქალწული

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ვარსკვლავების მხარდაჭერა ყველაზე რთულ საქმეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ მენეჯმენტს დაწინაურების ან ხელფასის გაზრდის შესახებ ესაუბროთ. გირჩევთ, გადაწყვეტილებები ფრთხილად მიიღოთ, შედეგები და რისკები ობიექტურად შეაფასოთ. შესაძლოა, ამ დღეს იპოვოთ პასუხი კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, სახლიდან გახვიდეთ, ახალ ადგილებს ეწვიოთ და „თვალს წყალი დაალევინოთ“. ამ დღეს გარშემო მყოფებთან აქტიური ურთიერთობა დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ. პირად ცხოვრებაში კარგად არის, ბიზნესში კი სასურველ შედეგს მხოლოდ კარგად გააზრებული, თანმიმდევრული ქმედებები მოგიტანთ.

მორიელი

დილიდან სიზარმაცის შეტევებს ებრძვით, ამიტომ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება გაგიჭირდებათ. რამდენიმე საქმის ერთად საკეთებლად არც ძალა გეყოფათ და არც მოთმინება, ამიტომ ყველაზე მთავარი აირჩიეთ და ეცადეთ, დაასრულოთ. საღამოს საშუალება გექნებათ, საყვარელ ადამიანებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყოთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, საყვარელ ადამიანს, მის საქმეებს და საზრუნავს მეტი ყურადღება მიაქციოთ, სასურველია სიურპრიზი ან რომანტიკული პაემანი მოუწყოთ და ურთიერთობა გააძლიეროთ. შესაძლოა, ამ დღეს მაცდური შეთავაზება მიიღოთ, რომელიც გამოცდილ ადამიანებთან ერთად უნდა განიხილოთ და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღოთ.

თხის რქა

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის გეტყვით, რა აკეთოთ და რის კეთებას უნდა მოერიდოთ. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და დაუფიქრებლად ნურავის ნურაფერს დაჰპირდებით, რათა უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. ამ დღეს ყველაზე მეტად გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა გჭირდებათ. სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად მაღალია, რომ დაღლას პრაქტიკულად ვერ გრძნობთ.

მერწყული

ამ დღეს ზედმეტ ხარჯებს უნდა ერიდოთ, ამიტომ თუ აუცილებელი არ არის, საფულეს ნუ გახსნით. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება მალე დიდი თანხა დაგჭირდეთ, ამიტომ ფულის მოგროვება ახლავე უნდა დაიწყოთ. გირჩევთ, ოჯახს და მეგობრებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და უახლოესი ადამიანისთვის მიცემული პირობა შეასრულოთ.

თევზები

ამ დღეს გრძნობები პირველ ადგილზეა, ამიტომ ეცადეთ, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. გულწრფელად ესაუბრეთ და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეთ. ეს ნდობის აღდგენასა და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. ეს დღე წარმატებული იქნება მათთვის, ვინც პირად ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებას ცდილობს.

დეკემბერი 11 2023 წაკითხვა 163 ჯერ

ვერძი

დეკემბერი 10 2023 წაკითხვა 127 ჯერ

დე­კემ­ბრის მე­სა­მე დე­კა­და სა­ო­ცა­რი იქ­ნე­ბა მრა­ვა­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის­თვის. მო­გი­ტანთ შთა­გო­ნე­ბას და სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ზრდას, ასე­ვე ახალ პერ­სპექ­ტი­ვებს. ზო­დი­ა­ქოს 5 ნი­შანს შე­უძ­ლია ამ პე­რი­ოდ­ში ნამ­დვი­ლად ბედ­ნი­ე­რი გახ­დეს.

გვერდი 9 სულ 64
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.