რით განსხვავდებიან წარმატებული ადამიანები წარუმატებლებისგან?

 

 

 

1. წარმატებულ ადამიანებს უყვართ ცვლილებები. წარუმატებელ ადამიანებს ეშინიათ მათი. ცვლილებების სიყვარული ერთ-ერთი ურთულესია ადამიანის შესაძლებლობებს შორის. მაშინ, როცა მსოფლიო წინ მიიწევს სწრაფი ტემპით და ტექნოლოგიებიც ვითარდება, მნიშვნელოვანია შეგეძლოს ცვლილებებთან შეგუება და არა გეშინოდეს მათი, უარყოფდე ან ემალებოდე ცვლილებებს. წარმატებული ადამიანები ახერხებენ ამის გაკეთებას.

 

2. წარმატებული ადამიანები საუბრობენ იდეებზე. წარუმატებელი ადამიანები – სხვებზე. სხვა ადამიანებზე ჭორაობის ნაცვლად, რასაც საბოლოოდ არსად მიყავხარ, წარმატებული ადამიანები განიხილავენ იდეებს. იდეების სხვებისთვის გაზიარება მათ კიდევ უფრო უკეთესს ხდის.

3. წარმატებული ადამიანები საკუთარი მარცხისთვის თავად იღებენ პასუხისმგებლობას. წარუმატებელი ადამიანები სხვებს აბრალებენ. ნამდვილად წარმატებულ ლიდერებს და ბიზნესმენებს ცხოვრებაში და კარიერაში ბევრი აღმასვლა და მარცხი განუცდიათ. მაგრამ მათ ყოველთვის საკუთარი თავი ცნეს პასუხისმგებლად მარცხისთვის. სხვებისთვის რაიმეს გადაბრალება უსარგებლოა სტრატეგიაა და არასდროს არის კარგი შედეგების მომტანი.

4. წარმატებული ადამიანები ყოველთვის აღიარებენ სხვების წვლილს თავიანთ გამარჯვებაში. წარუმატებელი ადამიანები ყოველთვის იბრალებენ სხვების ნამუშევარს. მისცე ადამიანებს საშუალება, რომ მიიღონ აღიარება გაწეული შრომისთვის, ზრდის მათ მოტივაციას უფრო კარგად იმუშაონ, და შესაბამისად მსგავსი საქციელით თქვენც უფრო ეფექტური ლიდერი და გუნდის წევრი ხდებით.

5. წარმატებულ ადამიანებს უნდათ რომ სხვებმაც მიაღწიონ წარმატებას. წარუმატებელი ადამიანები გულში მარცხს უსურვებენ სხვებს. როცა მუშაობ ორგანიზაციაში სადაც ბევრი ადამიანია, იმისთვის რომ იყო წარმატებული, ყველანი წარმატებულები უნდა იყოთ. ამიტომაც სურთ წარმატებულ ადამიანებს იხილონ თანამშრომლების წინსვლა და წარმატება.

წყარო: kaizenist.com

წაკითხვა 1081 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 15 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.