ამ გვერდის ამობედვა

წარმატების 10 წესი ენდრიუ კარნეგისგან

ენდრიუ კარნეგი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1848 წელს ჩავიდა და ჯიბეში დოლარი ძლივს ჰქონდა. 1901 წელს კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი იყო.

მისი დიდებიდან გამომდინარე, მასთან ახალგაზრდა ჟურნალისტი ნაპოლეონ ჰილი მივიდა, რომელიც წარმატებული ადამიანებზე წერდა.

კარნეგიმ ჰილში რაღაც განსაკუთრებული დაინახა და 1908 წელს გადაწყვიტა ჰილის დოკუმენტებად უნდა ექცია ყველა ის სტრატეგია, რამაც კარნეგი ლეგენდარულ ბიზნესმენად და ფილანტროფისტად აქცია.
ისინი ერთად მუშაობდნენ და გზა გაუკაფეს „თვითდახმარების“ ჟანრს. 1937 წელს გამოვიდა ჰილის წიგნი: „იფიქრე და გახდი მდიდარი“, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვად წიგნად იქცა.
როცა ჰილი წარმატებაზე წერით იწყებდა კარიერას, კარნეგიმ მას „წარმატების 10 წესი“ მისცა, რომელიც საფუძველად დაედო ჰილის შრომას. გთავაზობთ სწორედ ამ წესების ჩამონათვალს:
1. განსაზღვრეთ თქვენი მიზანი.
შექმენით მოქმედების გეგმა და დაუყონებლივ დაიწყეთ მის განსახორციელებლად მუშაობა.
2. შექმენით „მასტერების ალიანსი“ 
იკონტაქტეთ და იმუშავეთ ადამიანებთან, რომელთაც „აქვთ ის, რაც არ გაქვთ თქვენ“.
3. „გაიარეთ ზედმეტი“
გააკეთეთ მეტი, ვიდრე უნდა გაგეკეთებინათ. ესაა ერთადერთი, რაც აძლევს სტიმულს და სხვებს „თქვენს ვალში ამყოფებს“.
4. გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა
გჯეროდეთ საკუთარი თავის და თქვენი მიზნების, იმოქმედეთ, როგორც სრულიად თავდაჯერებულმა ადამიანმა.
5. გქონდეთ თქვენი ინიციატივები
გააკეთეთ ყველაფერი სხვისი თქმის გარეშე.
6. მიჰყევით თქვენს წარმოსახვას
გარისკეთ და იფიქრეთ რა არის იმის უკან, რაც უკვე გაკეთებულია.
7. მოიკრიბეთ ძალ-ღონე
ენთუზიაზმი და პოზიტიური დამოკიდებულება წარმატებამდე მიგიყვანთ და სხვების პატივისცემასაც დაიმსახურებთ.
8. იფიქრეთ სწორად
ჰილის სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორად ფიქრი არის შესაძლებლობა, რომ გამიჯნოთ ფაქტები შეთხზულისგან და გამოიყენოთ შესაფერისად პრობლემებსა თუ ურთიერთობებში.
9. იყავით კონცენტრირებულები
ნუ იქნებით დაბნეულები და ყურადღებით მოეკიდეთ იმ საქმეს, რომელსაც აკეთებთ.
10. მიიღეთ სარგებელი არახელსაყრელი ვითარებიდანაც
დაიმახსოვრეთ, რომ ყველა უკუსვლიდან მისი შესაბამისი სარგებელიც არსებობს.

წყარო: kaizenist.com
წაკითხვა 1737 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 03 2023

სიახლეები