ამ გვერდის ამობედვა

რა სერიოზული მუხტი აქვს დაბრკოლებების გადალახვას

ერთხელ, ბნელი 90იანების პერიოდში, მახსოვს 30 დეკემბერს უკვე ოთხნაირი ნამცხვარი მქონდა გამომცხვარი და დიდი განწყობით ვემზადებოდით ახალი წლისათვის….ოჯახმა ჩავთვალეთ, რომ ყველაფერი გვაქვს, მაგრამ თოვლი გვაკლია, ხოდა გადავწყვიტეთ დილით ბორჯომის მატარებლით სოფელში წავსულიყავით, რათა სრული ბედნიერებისთვის ასე საჭირო თოვლიც გვქონოდა.
პურმარილით, კოლოფებში მოთავსებული ნამცხვრებით და რაც მთავარია საახალწლოდ გამოწყობილნი დილის 8 ზე უკვე მატარებელში ვისხედით და თავი ქუდში გვქონდა: — 2 საათში ჩავალთ, ყველაფერი მზად გვაქვს, დავანთებთ ფეჩს, თოვლში ვისეირნებთ და ახალი წლის მოლოდინით დავტკბებით….
მაგრამ….
ყოველთვის ისე ბანალურად არ ვითარდება მოვლენები, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია ხოლმე — ხანდახან, რეალობა გაცილებით კრეატიულია ვიდრე ჩვენი ფანტაზია.
 
მოკლედ…
მატარებელი გაჩერდა კასპთან — ელექტრო ენერგია გაითიშა რკინიგზაზე….მერე ხან სხვა მატარებელში გადაგვსვეს, ხან ისევ უკან გადმოგვსვეს და თავი რომ არ შეგაწყინოთ 11:45 წუთზე ჩვენი მეზობელი სოფლის სადგურზე ( ჩვენს სადგურამდე მატარებელი ვერ მივიდა).
გამავლელმა მატარებელმა «სტოპ კრანით» შეაჩერა, ჩვენ გაუკვალავ თოვლში გადავცვივდით და მატარებელი წავიდა…
ტრიალი მინდორი. თოვლის სითეთრე. შორიახლოს მდებარე განათებული სოფელი. ჩვენ ჩვენი გვერძე ბერეტებით და ნამცხვრის კოლოფებით.ახლაც მახსოვს რა რთული იყო გაკვალავ წელამდე თოვლში სვლა.
ახალმა წელმა გზაში მოგვისწრო — თოვლი, რომელიც სრული ბედნიერებისათვის გვაკლდა, მივიღეთ :)))) მაგრამ მთავარი სულ სხვა რამ იყო — მაშინ პირცელად გავაცნობიერე რა სერიოზული მუხტი აქვს დაბრკოლებების გადალახვას… ასეთი გემრიელი ფეჩის სითბო არასოდეს ყოფილა და ასეთი მყუდრო არასოდეს ყოფილა სახლი.
დაე, თქვენი ცხოვრების ყველა დაბრკოლება, მხოლოდ არსებულის დასაფასებელი ვაქცინა ყოფილიყოს და სხვა არაფერი.
 
წყარო: jolo.ge
წაკითხვა 1023 ჯერ

სიახლეები