აირჩიეთ ერთი თვალი: უტყუარი ტესტი, რომელიც საკუთარ თავში თქვენთვის დღემდე უცნობ მხარეებს აღმოგაჩენინებთ

ეს ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარ თავზე გაიგოთ ყველაზე ჭეშმარიტი და დღემდე უცნობი დეტალები! დააკვირდით სურათს და დაუფიქრებლად აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი. დაიმახსოვრეთ ციფრი და წაიკითხეთ შედეგები!


1. გახსნილი
თქვენ იმ ადამიანების ტიპს მიეკუთვნებით, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს უშვებს თავის ცხოვრებაში. თვლით, რომ სჯობს გარისკოთ და თუნდაც შეცდეთ, მაგრამ მაინც გახსნილი იყოთ ადამიანებისთვის. თუმცა, ამავე დროს, არავის უჩვენებთ თქვენს შიშსა და ყოყმანს. თვლით, რომ თავად უნდა გადაწყვიტოთ საკუთარი პრობლემები. ცდილობთ, მთელი არსებით მიუძღვნათ თავი ადამიანებს, თუნდაც თავად საჭიროებდეთ იმ მომენტში თანაგრძნობას. სხვისი დახმარებით საკუთარ იარებსაც
იშუშებთ.

 

2. შეგნებული
თქვენ იმ ადამიანთა ტიპს მიეკუთვნებით, რომლებიც სულ იმის მცდელობაში არიან, კარგი შთაბეჭდილება მოახდინონ გარშემომყოფებზე და ყოველთვის სწორად მოიქცნენ. თვლით, რომ თქვენი ქცევები სხვის ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. არ აჩვენებთ ხალხს საკუთარ ვნებათაღელვას, არც იმას, რომ ნაწყენი ხართ. ცდილობთ, იყოთ საუკეთესო, ეს ხომ მცირედია იქიდან, რაც შეგიძლიათ ამ პლანეტაზე არსებობის მანძილზე გააკეთოთ.

 

3. ტანჯული
არ შეგიძლიათ არ იფიქროთ იმაზე, რომ ცხოვრება – თავისებური კოსმიური ნივთია. საკუთარ სამყაროს ყველგან ეძებთ. ეძებთ ადგილს ამ თავბრუდამხვევ სამყაროში, თუმცა არავის აჩვენებთ თქვენს იდუმალ მხარეს. ბევრი გაჭირვება გინახავთ. შეიძლება ითქვას – თქვენ დაცემის შემდეგ "აღდგენის" ოსტატი ხართ.

 

4. ფილოსოფიური
იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებიც ყველაფრის აწონ-დაწონვას ანიჭებენ უპირატესობას. გიყვართ ყველაფერში ჩაღრმავება. ხანდახან იმდენად შორს მიდიხართ ფიქრებში, რომ უკან გამოსვლა გიჭირთ. არავის აჩვენებთ, რამდენად არ გწამთ საკუთარი თავის. შეგიძლიათ, სიღრმისეულად გაერკვეთ ამა თუ იმ მოვლენაში, მაგრამ მაინც ვერ დარწმუნდეთ ამ საკითხში. ცხოვრება თავსატეხად წარმოგიდგენიათ და არ მოეშვებით კირკიტს, სანამ ბოლომდე არ ამოხსნით მას.

 

5. იდუმალი
სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, საკუთარი თავისთვისაც ხშირად გამოცანა ხართ. წარმატებას ვუსურვებთ მათ, ვინც თქვენს ამოხსნას შეეცდება. წინააღმდეგობების ქსელივით ხართ, რომელიც ყოველ საათში იცვლის განწყობას. ის-ის არის, საკუთარ თავს იპოვით, რომ მაშინვე იცვლით კურსს და კვლავ იწყებთ ძიებას. სიტყვაძუნწი ადამიანი ხართ და თქვენი ქმედებებით როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებსაც ურევთ გზა-კვალს. ჯერ დიდხანს დააკვირდებით ადამიანს და შემდეგ გააბამთ მასთან ნაცნობობას. მხოლოდ იმას ამბობთ, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ.

 

6. მგრძნობიარე
თქვენ იმ ადამიანთა ტიპს მიეკუთვნებით, რომელიც ყველაფერს ამჩნევს და არასოდეს ავიწყდება. ძალიან მგრძნობიარე ხართ და ყველაზე უმნიშვნელო რამემაც შესაძლოა, თქვენზე შთაბეჭდილება მოახდინოს. ადვილია თქვენი როგორც ცრემლებამდე მიყვანა, ასევე გულიანად გაცინება. თუმცა, ყველას როდი აჩვენებთ, რამდენად ფაქიზი ხართ. ამის მაგივრად, ყველანაირად ცდილობთ, გამოააშკარავოთ, რამდენად დაკვირვებული შეგიძლიათ, რომ იყოთ. შესაძლოა, იმის უნარიც გაქვთ, რომ იწინასწარმეტყველოთ, რა მოგელით მომავალში.

 

7. ცეცხლოვანი
თქვენ ხართ იმ ადამიანის ტიპი, რომელიც გამუდმებით ენერგიულია ან... შეყვარებული. თქვენ ან გიყვართ, ან გძულთ. გაქვთ საკუთარი აზრი და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისას ყოველთვის დარწმუნებული ხართ გადაწყვეტილების სისწორეში. უშრეტი ენერგია გაქვთ, მაგრამ ხანდახან გაღიზიანებული ხართ. ყველაფერი – თქვენთვის დიდი კუშია.

 

8. ექსცენტრიკული
უჩვეულო ინტერესები და მტკიცებულებები გაქვთ. ცოტათი უცნაური ადამიანი ხართ. დიდად არ გიყვართ წესები და ხშირად მოქმედებთ პრინციპით – "რასაც მინდა, იმას ვიტყვი და გავაკეთებ! და იყოს, რაც იქნება". გახსნილი ხართ გარშემომყოფებისთვის. უბრალოდ, გეცინებათ მასზე, ვინც ცდილობს თქვენ შეცვლას. არ გსურთ ადამიანების რუხი მასის ნაწილად ყოფნა.

 

9. ინტუიციური
იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებიც კარგად იცნობენ სამყაროს და სხვა ადამიანებისაც კარგად ესმით. ბევრის თქმა შეგიძლიათ ამა თუ იმ ადამიანის გამომეტყველებისა და ხმის ტემბრის მიხედვით. მაშინვე გრძნობთ, როცა გატყუებენ. გარშემომყოფებს მხოლოდ იმას აჩვენებთ, რისი ჩვენებაც თავად გსურთ. გრძნობთ, როცა თქვენით მანიპულირებენ და იცით, როგორ გამოიყენოთ ადამიანები, თუ ეს დაგჭირდათ. თუმცა, როგორც წესი, ამ ხერხს არ მიმართავთ.

 

წყარო: marao.ge

წაკითხვა 2478 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 31 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.