ფსიქოლოგების აზრით, წიგნის კითხვა ადამიანს დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარება

როგორც ფსიქოლოგებმა გამოარკვიეს, კითხვა ადამიანს დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარება.

ზოგჯერ ამ გზით შესაძლებელი ხდება ანტიდეპრესანტების მიღების შემცირებაც. ექსპერტებმა შემოიტანეს ცალკე ტერმინი „ბიბლიოთერაპია“. მათი თქმით, წიგნების კითხვა ემოციური რეაქციების გზით, ქცევით ცვლილებას იწვევს. კითხვა აუმჯობესებს განწყობასა და ზოგად ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.

 



გასულ წელს ტურინის უნივერისტეტის თანამშრომლებმა ბიბლიოთერაპიის ათი კვლევის ანალიზი გამოაქვეყნეს. აღმოჩნდა, რომ მინიმუმ ექვს სამეცნიერო ნაშრომში დაფიქსირდა მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც სამ წლამდე შენარჩუნდა.

 



გრონინგენის უნივერსიტეტის კვლევა მიეძღვნა პენსიონერებში აბების გარეშე დეპრესიასთან ბრძოლას. ბიბილიოთერაპიამ აქაც მშვენივრად იმუშავა. დადებითი ეფექტი აიხსნება იმით, რომ დეპრესიული ადამიანების უმეტესობა თავს იზოლირებულად მიიჩნევს. სხვა, თუნდაც გამოგონილი, ადამიანის გამოცდილებაზე კითხვა კი მათში იმედს სახავს.

 

 


კერძოდ, კარგად მოქმედებს დეტექტივები. დანაშაულის გახსნის იდეა ფსიქოლოგიურ შვებას იძლევა. კარგად მუშაობს აუდიოწიგნიც. ის არა მარტო განწყობას აუმჯობესებს, არამედ აქვეითებს შფოთს და აგრესიულობას. წიგნების ბეჭდური და აუდიოვერსია უკეთ მუშაობს,ვიდრე სატელევიზიო სერიალები, ვინაიდან ადამიანი თავად აკონტროლებს კითხვის ან მოსმენის ხანგრძლივობას.

 

 

https://mkurnali.ge/index.php

 
წაკითხვა 946 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 16 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.