ამ გვერდის ამობედვა

რა იწვევს სტრესს სამსახურში

სტრესი სამსახურში XXI საუკუნის ნამდვილი ეპიდემიაა.

 

საოფისე ტიპის სამსახურების თანამშრომელთა მესამედზე მეტი პერმანენტულ სტრესს განიცდის. ეს კატასტროფაა - აცხადებენ ფსიქოლოგები, რადგან იკარგება სამუშაო საათები და რაც მთავარია, სერიოზული პრობლემა ექმნება ადამიანთა ჯანმრთელობას, ადამიანებს ეცვლებათ ხასიათი და საზოგადოდ, ფსიქიკა!

 


რა იწვევს ძირითადად სტრესს სამსახურში:



• ბევრი სამუშაო (ადამიანი მუდმივად შფოთვაშია, დრო არ ჰყოფნის ყველაფრის შესასრულებლად);


• იოლი სამუშაო, რომელიც არც საინტერესოა და არც მასულდგმულებელი (ამ დროს იწყება მოწყენილობა, რომელიც სტრესს აძლევს დასაბამს);


• თანამშრომელთა მხრიდან ზეწოლა და სოციალური თანადგომის არარსებობა (კოლეგები არ ეხმარებიან ან კიდევ თავიანთი ამოცანების გადაწყვეტით არიან დაკავებულნი);

 

• ბევრი კრიტიკა და ნაკლები შექება (ცუდი ხელმძღვანელები ხომ მუდმივ კრიტიკას იყენებენ თანამშრომელთა მოტივაციისთვის);


• მეტისმეტად მომთხოვნი ან კიდევ მაღალკონკურენტული სამუშაო გარემო (ამის კარგი მაგალითია გაყიდვების სამსახურები);


• სამუშაოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე საკმარისი კონტროლის არარსებობა (როდესაც ადამიანები სამსახურში ცდილობენ მხოლოდ სტრესის მსხვერპლის სრულ კონტროლს);

 

• მაღალი ლტოლვა სრულყოფილებისკენ (როდესაც ადამიანი ცდილობს ყოველივე უმაღლეს დონეზე შეასრულოს, ეს ძლიერ ნერვულ გადაძაბვას იწვევს);


• მცირე ანაზღაურება (როდესაც ადამიანი ვერ იღებს თავისი შრომის საფასურს, ამაოდ იხარჯება, გული "უტყდება" და სტრესი ეწყება!)

 

 

https://mkurnali.ge/index.php

წაკითხვა 670 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 21 2020

სიახლეები