ამ გვერდის ამობედვა

"ნუ და­ე­მუქ­რე­ბით ბავ­შვებს: თუ ხელს არ და­ი­ბან, კო­რო­ნა და­გე­მარ­თე­ბა..." - თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს, როგორ ესაუბრონ შვილებს COVID-19-ზე

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის პი­რო­ბებ­ში ფი­ზი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან ერ­თად, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფსი­ქი­კუ­რი მდგრა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

 

 

მა­შინ როცა ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­ეც­ვა­ლა დღის წეს­რი­გი, გა­და­ვი­და დის­ტან­ცი­ურ მუ­შა­ო­ბა­სა და სწავ­ლა­ზე, ოჯა­ხის წევ­რე­ბი უფრო მეტ დროს ატა­რე­ბენ ერ­თად, რაც სა­სი­ა­მოვ­ნოს­თან ერ­თად, შე­საძ­ლოა სა­ხი­ფა­თოც კი იყოს - გა­იზ­რდე­ბა სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი, იმა­ტებს და­ძა­ბუ­ლო­ბა წყვი­ლებს შო­რის... ასეთ დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სწო­რად ვე­სა­უბ­როთ ბავ­შვებს.

 

 

AMBEBI.GE-მ რჩე­ვე­ბის­თვის ფსი­ქო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, პრო­ფე­სორ თა­მარ გა­გო­ში­ძეს მი­მარ­თა:

 

- სა­ერ­თოდ, ბავ­შვე­ბი მა­გა­ლითს პირ­და­პირ ჩვენ­გან იღე­ბენ. მშობ­ლე­ბის­გან, უფ­რო­სე­ბის­გან. ამი­ტომ თუ მათ და­პა­ნი­კე­ბუ­ლი ვე­ნახ­ვე­ბით, ამით დიდ ზი­ანს მი­ვა­ყე­ნებთ მათ ფსი­ქი­კას. ბავ­შვებს უნდა ვუჩ­ვე­ნოთ ჩვე­ნი მა­გა­ლი­თი. ვე­ცა­დოთ, რომ მათ­თან ვი­ყოთ მშვი­დე­ბი და მკვეთ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი არ გა­მოვ­ხა­ტოთ. ვა­ი­მე, რა გვეშ­ვე­ლე­ბა, ყვე­ლა და­ვინ­ფი­ცირ­დე­ბით და ა.შ.

 

 

 

 

 

ასე­ვე ნუ და­ვე­მუქ­რე­ბით ბავ­შვებს: თუ ხელს არ და­ი­ბან, კო­რო­ნა და­გე­მარ­თე­ბა, ან რამე ასე­თი მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი მო­წო­დე­ბე­ბის­გან თავი შე­ვი­კა­ვოთ. ჩვენ ზო­გა­დად და ხა­ტოვ­ნად უნდა ავუხ­სნათ მათ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ. თუ რა­ტომ არის მათი სახ­ლში დარ­ჩე­ნა დრო­ე­ბით აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რა­ტომ უნდა და­ი­ბა­ნონ ხე­ლე­ბი ხში­რად. ვე­ცა­დოთ, სი­ტყვე­ბი სწო­რად შე­ვარ­ჩი­ოთ ბავ­შვებ­თან. ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ, მაგ­რამ ავუხ­სნათ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას არა­ფე­რი არ მოს­დის. რომ თუ კარ­გად მო­იქ­ცე­ვი­ან და ჰი­გი­ე­ნას და­ი­ცა­ვენ, არა­ფე­რიც არ ემუქ­რე­ბათ.

 

 

თუმ­ცა, სა­ჭი­როა რომ სა­დღაც გა­მოვ­ხა­ტოთ ეს ჩვე­ნი ში­შე­ბი და ემო­ცი­ე­ბი არა? უნდა გა­მოვ­ხა­ტოთ ჩვენ­ზე ემო­ცი­უ­რად ძლი­ე­რებ­თან და არა ჩვენ­ზე სუს­ტებ­თან და ბავ­შებ­თან. გა­ვუ­ზი­ა­როთ ჩვე­ნი ზო­მი­ე­რი ში­შე­ბი მე­უღ­ლეს, მშობ­ლებს, ვი­სა­უბ­როთ ამა­ზე მე­გობ­რებ­თან და რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლამ გა­ვამ­ხნე­ვოთ ერ­თმა­ნე­თი. გამ­ხნე­ვე­ბა ეხ­მა­რე­ბა უფრო იმას, ვინც ამ­ხნე­ვებს, ვიდ­რე იმას ვი­საც ამ­ხნე­ვე­ბენ. ამ დროს კარ­გად მუ­შა­ო­ბენ ენ­დორ­ფი­ნე­ბი.

 

 

ეს სი­ტუ­ა­ცია ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ძა­ლი­ან კარ­გად შე­მო­ვაბ­რუ­ნოთ ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ - რომ ჩვენ, რო­გორც იქნა მო­ვი­ცა­ლეთ და და­ვი­წყეთ ერ­თმა­ნე­თის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვა, ერ­თმა­ნე­თის მო­კი­თხვა და თუ კო­რო­ნამ გვა­ი­ძუ­ლა ამის გა­კე­თე­ბა, ყო­ჩაღ კო­რო­ნას! თუ ჩვენ ამას შევ­ხე­დავთ ასე, რომ ეს არის საფრ­თხი­ლო სი­ტუ­ა­ცია, მაგ­რამ აქე­და­ნაც შეგ­ვიძ­ლია რამე ვის­წავ­ლოთ და სარ­გე­ბე­ლი ვნა­ხოთ, ასეც იქ­ნე­ბა. გვახ­სოვ­დეს, რომ ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვა გა­დაგ­ვარ­ჩენს!

 

 

 

 

...თუ და­ვუკ­ვირ­დე­ბით, ისე­დაც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­დის ჩვე­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, ასე არ არის?! მთე­ლი დღე ვართ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, არ გვცა­ლია არაფ­რის­თვის, ერ­თმა­ნე­თის­თვი­საც კი. სულ ვნატ­რობ­დით თა­ვი­სუ­ფალ დროს და სახ­ლში ყოფ­ნას. მაგ­რამ რო­დე­საც გვა­ი­ძუ­ლე­ბენ, რომ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ვი­ყოთ, უკვე აღარ მოგ­ვწონს.

 

 

არა­და თვი­თი­ზო­ლა­ცია შე­იძ­ლე­ბა იყოს ძა­ლი­ან კარ­გი და სა­სარ­გებ­ლო ჩვენ­თვის - შე­გიძ­ლია ცოტა ხანს გა­ჩერ­დე, და­ფიქ­რდე, რის­თვი­საც არ გე­ცა­ლა, იმის­თვის მო­ი­ცა­ლო. ამას აქვს თა­ვი­სი პო­ზი­ტი­უ­რი მხა­რე. გა­აჩ­ნია რა კუ­თხით შევ­ხე­დავთ, მაგ­რამ იცით რა­ტომ არ მოგ­ვწონს სახ­ლში ყოფ­ნა? იმი­ტომ, რომ ჩვენ ჩვე­ნი მე­ქა­ნი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის სტი­ლით ვართ გა­უ­ცხო­ე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გა­ნაც კი. არ გვქონ­და ჩვენ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის დრო, ამი­ტომ ახლა შეგ­ვიძ­ლია მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა მივ­მარ­თოთ იქეთ­კენ, რომ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებ­თან კარ­გი კო­მუ­ნი­კა­ცია და­ვამ­ყა­როთ.

 

 

რე­ა­ლუ­რად, ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვაა, თუ ორი­ვე მშო­ბე­ლი დის­ტან­ცი­ურ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს, კიდე უკე­თე­სი, და­ვუთ­მოთ დრო ჩვენს შვი­ლებს და ამო­ვავ­სოთ ის დე­ფი­ცი­ტი, რაც გვქონ­და. შე­გიძ­ლი­ათ ითა­მა­შოთ ოჯა­ხუ­რი თა­მა­შე­ბი, რაც სა­უ­კე­თე­სო თე­რა­პი­ად ით­ვლე­ბა" - გვირ­ჩევს თა­მარ გა­გო­ში­ძე.

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 527 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 26 2020

სიახლეები