March 28, 2024

როგორ მოვიპოვოთ წარმატება?

1)იყავით იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ზემოთ გწევენ. ცხოვრება ისედაც სავსეა იმ ადამიანებით, რომელთაც თქვენი ქვემოთ ჩამოწევა უნდათ.



2)დღეს გააკეთე ის, რისი გაკეთებაც სხვებს არ უნდათ, ხვალ სხვებზე უკეთესად იცხოვრებ.

3)თუ თქვენ იპოვეთ ისეთი ადამიანი, რომელთანაც ისე თავისუფლად გრძნობთ თავს, როგორც მარტო ყოფნის დროს, დააფასეთ ის როგორც ჰაერი, რომლითაც სუნთქავთ.

4)თუ თქვენ იტყვით, რომ თქვენი მატარებელი წავიდა, გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყანაზე თვითმფრინავიც არის და იახტაც.

5)სულში ლურსმნის ჩარჭობისას, გახსოვდეთ, რომ მისი ბოდიშით ამოღების შემთხვევაში, თქვენ მაინც ტოვებთ იქ ნახვრეტს, რომლის ამოვსებას და მოშუშებას, დიდი დრო დასჭირდება და ის ამ ხნის მანძილზე, ყოველთვის ტანჯვას მიაყენებს მფლობელს.

6)არასოდეს იმართლოთ თავი მათ წინაშე, ვისაც უყვარხართ და არც მათ წინაშიე, ვისაც არ უყვარხართ. ვისაც არ უყვარხართ, მაინც არასოდეს დაგიჯერებთ. ხოლო ვისაც უყვარხართ - ის თვითონ მოიგონებს თქვენთვის გაგამართლებას.

7)თუ თქვენს შესახებ ჭორები დადის, ე. ი. პიროვნება ხართ. დაიმახსოვრეთ: არასოდეს არ განიხილავენ და არ შურთ ცუდის. ყოველთვის კარგის შურთ, კარგს განიხილავენ.

8)შეგეძლოს პატიება, ეს ძლიერი ადამიანების თვისებაა. სუსტები არასოდეს არ პატიობენ.

9)ისწავლეთ სიხარული ალკოჰოლის, ოცნება - ნარკოტიკის, ურთიერთობა -ინტერნეტის და ნერვიულობა სიგარეტის გარეშე.

10)აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სამუშაო და თქვენ არცერთ დღეს არ იმუშავებთ ცხოვრებაში.

11)მეტისმეტად ნუ იქნებით დამოკიდებული სხვებზე, რადგან სიბნელეში, საკუთარი ჩრდილიც კი გტოვებთ.

12)არასოდეს ინანოთ დაშვებულ შეცდომებზე, შეცდომა რომ არ დაგეშვათ, ვერასოდეს მიხვდებოდით, სწორედ როგორ უნდა გაგეკეთებინათ.

13)თუ გინდათ იქონიოთ ის, რაც არასოდეს გქონიათ, მოგიწევთ იმის კეთება, რაც არასოდეს გაგიკეთებიათ.

14)წაგების შემთხვევაში თუ უბრალოდ გაიღიმებთ, გამარჯვებულს გამარჯვების გემო დაეკარგება.

15)თუ თქვენ არ მოგწონთ თქვენს მიერ დაკავებული ადგილი, გამოიცვალეთ. ხე ხომ არა ხართ, წასვლა რომ ვერ შეძლოთ.

16)თუ მდიდარი ხართ, ნუ იფიქრებთ ამაზე, ხოლო თუ ღარიბი - ნუ მიიღებთ საკუთარ სიღარიბეს სერიოზულად. გახსოვდეთ, რომ „ცხოვრება თეატრია“, თამაში კი - ნეტარება. მიიღე ცხოვრება როგორც თამაში. ცხოვრებისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას, ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს.

17)გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც გინდათ და რისი გაკეთებაც სწორედ მიგაჩნიათ. თქვენი ქმედება, მაინც ყოველთვის, განხილვის საგანი იქნება სხვებისთვის.

18)არასოდეს ილაპარაკოთ საკუთარ თავზე ცუდი, ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, ვინც ამას, თქვენს მაგივრად გააკეთებენ.
წყარო:for.ge
წაკითხვა 1242 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.