როგორ გავაუმჯობესოთ საკუთარი შესაძლებლობები – ქეროლ დვეკის რეკომენდაციები

ადამიანებს შეუძლიათ გააუმჯობესონ საკუთარი შესაძლებლობები. ამის საწყისი ბავშვობიდან მოდის, თუ როგორ ვუდგებით ჩვენ ამა თუ იმ დავალებას, რა შანსს ვაძლევთ საკუთარ თავს, სიახლეს ვიღებთ როგორც გამოწვევას თუ პირიქით, როგორც დაბრკოლებას. ქეროლ დვეკიმ TED-ზე ზრდის მენტალიტეტზე ისაუბრა და აუდიტორიას საკუთარი ხედვა გაუზიარა.

 

“ჩიკაგოში, ერთ-ერთ სკოლაში, მოსწავლეებმა უნდა ჩააბარონ გარკვეული კურსები დასამთავრებლად. თუ ვერ ჩააბარებენ, იღებენ შეფასებას “ჯერ არა”. ეს არაჩვეულებრივია, რადგან თუ შენ იღებ ჩამჭრელ შეფასებას, შენ ფიქრობ : “მე არაფერი ვარ, მე არსად ვარ”. მაგრამ თუ შენ იღებ “ჯერ არა”-ს, ეს მომავლისკენ გზას გისახავს. მაინტერესებდა, როგორ ართმევენ ბავშვები თავს გამოწვევებს და სირთულეებს. 10 წლის ბავშვებს მივეცი ამოცანები, რომლებიც ცოტა რთული იყო მათთვის. ზოგიერთ მათგანს დადებითი რეაქცია ჰქონდა და აღნიშნეს, რომ უყვართ გამოწვევები. ისინი მიხვდნენ, რომ მათი შესაძლებლობები შეიძლება განვითარებულიყო და ჰქონდათ ზრდის მენტალიტეტი. თუმცა, მეორე ნაწილმა ეს გამოწვევა ტრაგიკულად აღიქვა. ისინი მოქმედებდნენ “ახლას” პრინციპით, როცა შეეძლოთ ემოქმედათ “ჯერ” პრინციპით. ერთ კვლევაში მათ გვითხრეს, რომ თუ ტესტში ჩაიჭრებოდნენ, შემდეგ ჯერზე გადაიწერდნენ, იმის ნაცვლად რომ უფრო მეტი ემეცადინათ. მორიგ კვლევაში ჩაჭრის შემდეგ კი, ისინი ეძებდნენ ვინმეს, ვინც მათზე ცუდად დაწერა ტესტი, რათა თავი კარგად ეგრძნოთ. ყველა მომდევნო კვლევის თანახმად ისინი გაურბოდნენ სირთულეებს.

როგორ ვზრდით ბავშვებს? ათიანების მიღებით შეპყრობილებს? მათი ყველაზე დიდი მიზანი კარგი ნიშანი ან ქულაა? ან რა მოგვეთხოვება ჩვენ? პირველ რიგში, ჩვენ შეგვიძლია შევაქოთ  ისინი ჭკვიანურად, მათი ინტელექტის და ნიჭის ქების გარეშე. შეაქეთ პროცესი, რომელშიც ბავშვები ერთვებიან: მათი მონდომება, სტრატეგიები, განვითარება. ამით ბავშვები უფრო გამბედავები და გამძლეები ხდებიან. ჩვენ შევქმენით გუნდი თამაშების მეცნიერებთან ერთად. ონლაინ თამაშში, სტუდენტები ჯილდოვდებოდნენ ძალისხმევისათვის, სტრატეგიისა და პროგრესისთვის. სიტყვები: “ჯერ”, ან “ჯერ არა”, აძლევენ ბავშვებსა და სტუდენტებს თავდაჯერებულობას, უსახავენ მათ გზას მომავლისკენ, რომელიც ქმნის უფრო დიდ უდრეკობას. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია მოსწავლეების მენტალიტეტის შეცვლა. ერთ კვლევაში, სტუდენტებს ვასწავლეთ, რომ ყოველ ჯერზე, მათ უნდა დაეტოვებინათ საკუთარი კომფორტის ზონა, იმისათვის რომ ესწავლათ რაიმე ახალი და რთული. მათი ნეირონები ტვინში ახალ და უფრო ძლიერ კავშირებს ამყარებდნენ, დროსთან ერთად კი უფრო გონიერები გახდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ სტუდენტები, რომლებსაც არ ვასწავლეთ აღნიშნული ზრდის მენტალიტეტი, აგრძელებდნენ დაბალი ნიშნების მიღებას”.

fortuna.ge

წაკითხვა 1223 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 05 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.