ამ გვერდის ამობედვა

სოკოს სუპი

რეცეპტის ინგრედიენტები:
 
 
4   ს/კ (55გ) უმარილო კარაქი
 
2   ჭიქა დაჭრილი ხახვი
 
450   გრ. დაჭრილი სოკო
 
2   ჩ/კ ხმელი კამა
 
1   ს/კ პაპრიკა
 
1   ს/კ სოიოს სოუსი
 
2   ჭიქა ქათმის ბულიონი
 
1   ჭიქა რძე
 
3   ს/კ ფქვილი
 
1   ჩ/კ მარილი
 
დაფქული შავი წიწაკა გემოვნებისამებრ
 
2   ჩ/კ ლიმონის წვენი
 
1⁄4  ჭიქა დაჭრილი ოხრახუში
 
1⁄2  ჭიქა არაჟანი
 
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1) დიდი ზომის ქვაბი დადგით გაზზე და გაადნეთ მასში კარაქი. შუშეთ ხახვი კარაქში 5 წუთის განმავლობაში. ჩაუმატეთ დაჭრილი სოკოც და შუშეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში. შეურიეთ კამა, პაპრიკა(დაფქული ბულგარული წიწაკა), სოიოს სოუსი და ქათმის ბულიონი. დაუწიეთ ცეცხლს, დააფარეთ ქვაბს თავსახური და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში.
 
2)მცირე ზომის თასში ჩაასხით რძე და შეურიეთ ფქვილი. მიღებული მასა ჩაასხით ქვაბში და კარგად შეურიეთ. ისევ დააფარეთ ქვაბს თავსახური და კიდევ 15 წუთით ადუღეთ, თან ხშირ-ხშირად ურიეთ.
 
3)ჩაუმატეთ მარილი, დაფქული შავი წიწაკა გემოვნებისამებრ, ლიმონის წვენი, ოხრახუში და არაჟანი. შეურიეთ და გააცხელეთ 3-5 წუთის განმავლობაში(ნუ აადუღებთ). გადმოდგით ცეცხლიდან და გემრიელად მიირთვით!

kulinaria.ge

წაკითხვა 1031 ჯერ

სიახლეები