ამ გვერდის ამობედვა

სამარხვო და ჯანსაღი ლობიოს წვნიანი

ეს სამარხვო და ჯანსაღი წვნიანი გაჯერებულია უამრავი ვიტამინით.

 

ინგრედიენტები

  • კონსერვირებული ლობიო, წითელი - 150 გრამი
  • ბარდა
  • კარტოფილი - 3 ცალი
  • სტაფილო - 2 ცალი
  • ნიორი - 3 კბილი
  • ხახვი - 1 ცალი
  • ქონდარი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები

ჩაყარეთ ბარდა ქვაბში, ადუღეთ 10–15 წუთი. ცალკე ტაფაზე მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და სტაფილო.
გამზადებული მასა და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი დაამატეთ ქვაბში. დაელოდეთ 10 წუთი. შემდეგ, ჩაყარეთ წითელი ლობიო და სუნელები გემოვნებით. 
სულ რაღაც 15 წუთში კი მზადაა ლობიოს წვნიანი.

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 883 ჯერ