ბადრიჯნის ყვავილი კარტოფილითა და ხორცით
ბადრიჯანს ზაფხულში უამრავი სახით ვამზადებ: ვწვავ, ვთუშავ, ვამწნილებ. მაგრამ, რათაც მაინც არ მყოფნის. რაღაც ფინალური კერძის მომზადება მინდა.
ეს რეცეპტი მეგობარმა გამანდო და მისი წაკითხვისთანავე მოვიხიბლე. ფორმით ყვავილს გავს, გემო კი დაუვიწყარია.
ინგრედიენტები
- ბადრიჯანი 3 ცალი
- მარილი გემოვნებით
- საქონლის ფარში 250გ
- ხახვი 1 ცალი
- შავი წიწაკა 0,5 ჩაის კოვზი
- პაპრიკა 1 სუფრის კოვზი
- საფანელი 2 სუფრის კოვზი
- კარტოფილი 2 ცალი
- ბულგარული წიწაკა 1 ცალი
- პომიდორი ჩერრი 6 ცალი
- წყალი 400მლ
- პომიდვრის პასტა 1,5 სუფრის კოვზი
მომზადება
1.გარეცხეთ და დაჭერით ბადრიჯანი, არ ჩაჭრათ ბოლომდე. უნდა მიიღოთ ფოტოზე აღნიშნული ფორმა.
2.წაუვსით მარილი და დაელოდეთ 10 წუთი.
3.ფარშს დაუმატეთ გახეხილი ხახვი, შავი წიწაკა, მარილი, პაპრიკა, საფანელი. მოზილეთ ფარში. ნიგვზის ხელა ბურთებად დაანაწილეთ ფარში.
4.ბადრიჯნის ზოლები გაათანაბრეთ. მათ შორის მოათავსეთ ფარშის ბურთულები და ბადრიჯანი შეკეცეთ შიდა მხარეს, რათა ყვავილის ფორმა მიიღოთ.
5.კონსტრუქცისს გასამყარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხის წკირები.
6.გასუფთავებული და დაჭრილი კარტოფილი მოათასვეთ ბადრიჯანებს შორის, ხოლო წიწაკა კი ფოთლებს შორის.
7.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- "სენატორების წერილი განგაშის ზარია"- სალომე სამადაშვილი
- "პროვოკაციებს არ დავუშვებთ - კარგია, რომ აქციები სხვადასხვა დღეს იმართება" - ირაკლი ღარიბაშვილი
- "მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელია, მასში მზაკვრობაა ჩადებული, მინიშნება, რომ შეიძლება გადაიხედოს უვიზო რეჟიმი" - ირაკლი ღარიბაშვილი
- ქუთაისის "ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს" წევრები განცხადებას ავრცელებენ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 აპრილისთვის