ამ გვერდის ამობედვა

სწრაფად მოსამზადებელი "პეჩენიები"

ინგრედიენტები:

 

  • დარბილებული მარგარინი - 250 გრ
  • არაჟანი - 300 გრ
  • ფქვილი - 2,5 - 3 ჭიქა
  • მარილი - 1/4 ჩ/კ
  • ვანილი - 1 ცალი
  • გამაფხვიერებელი - 0,5 შეკვრა
  • შაქარი - ამოსავლებად

 

მომზადების წესები
 
1. 2.5 ჭიქა ფქვილს შევურიოთ 0,5 შეკვრა გამაფხვიერებელი. ჩავასხათ 300 გ არაჟანი და 250 გრ დარბილებული მარგარინი. ვუყოთ 1/4 ჩკ მარილი, ვანილი და მოვზილოთ რბილი ცომი. თუ ცომი თხელი გამოგივიდათ დაუმატეთ ნახევარ ჭიქამდე ფქვილი.

2. მომზადებული ცომი შევდგათ მაცივარში ნახევარი საათით.

3. გამოვიღოთ ცომი მაცივრიდან, გავაბრტყელოთ და დავჭრათ სასურველ ზომებზე. ამოვავლოთ შაქარში, დავაწყოთ ფქვილმოყრილ საცხობ სინზე და შევდგათ 200 გრადუსსზე გახურებულ ღუმელში, სანამ ოქროსფრად არ დაიბრაწება.
 
 
წაკითხვა 910 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 22 2021

სიახლეები