March 28, 2024

ღუმელში გამომცხვარი ტოლმა – ტომატის სოუსით

უგემრიელესია არაჟანთან ერთად 

 

ინგრედიენტები

  • ძროხის რბილობი - 400 გრ
  • ღორის რბილობი - 250 გრ
  • ნიახური, ოხრახუში,რეჰანი - 1 კონა
  • კომბოსტო - 1 თავი
  • ბრინჯი - 1 ჭიქა
  • ხახვი - 1 ცალი
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
 
ინგრედიენტები სოუსისთვის
  • ხახვი - 1 ცალი
  • სტაფილო - 1 ცალი
  • ტკბილი წიწაკა - 1 ცალი
  • ხმელი რეჰანი - 1 ჩკ
  • პომიდორი - 600 გრ
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

 

მომზადების წესები

1. მოამზადეთ ტომატის სოუსი კომბოსტოს რულონებისთვის.
გახეხეთ ხახვი და სტაფილო. გაასუფთავეთ წიწაკა თესლებისაგან. დაჭერით წვრილად ტკბილი წიწაკა და ხახვი. გახეხეთ სტაფილო.
ჩაასხით ჯამში ზეთი და მოთუშეთ ხახვი მანამ,სანამ არ დარბილდება. დაამატეთ სტაფილო და ტკბილი წიწაკა, გააჩერეთ 5 დან 7 წუთამდე. დაამატეთ პომიდორი და მოხარშეთ კიდევ 5 წუთი. დაამატეთ გემოვნებით: მარილი, პილპილი და მშრალი რეჰანი.

              

2. დაჭერით ხორცი პატარა ნაჭრებად და გაატარეთ ხორცაკეპ მანქანაში.

             

3. ცხელ წყალში ჩაყარეთ ბრინჯი და გააჩერეთ მანამ, სანამ არ მოიხარშება ნახევრად.

4. წვრილად დაჭერით ხახვი, მოთუშეთ სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას.

5. დაამატეთ ხახვს: ბრინჯი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი და წიწაკა. მოურიეთ კარგად. ეს მასა შეაზავეთ ხორცთან.

            

6. მოათავსეთ კომბოსტო დიდ ქვაბში, ისე რომ დაიფაროს მთლიანად ადუღებული წყლით და ხარშეთ 5–7 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააგრილეთ და ფრთხილად განაცალკევეთ ფოთლები.

             

7. აიღეთ კომბოსტოს ფოთოლი და გულში მოათავსეთ გამზადებული მასა.

             

8. გააცხელეთ საცხობი ფორმა, დაასხით ზეითუნის ზეთი. გადაიტანეთ კომბოსტოს რულონები საცხობ ფორმაზე და მოასხით ტომატის სოუსი. დააფარეთ საცხობი ფოლგა და შედგით ღუმელში 190°C ტემპერატურაზე, საათი და 15 წუთის განმავლობაში.

            

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 663 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.