ამ გვერდის ამობედვა

მარტივად მოსამზადებელი მაწვნის სუპი

ინგრედიენტები:


ხახვი - 1 თავი
მაწონი - 500 გ
წყალი - 1 ლ
კვერცხი - 1-2
მარილი და პილპილი
კამა
ფქვილი - 2 ს.კ

 

მომზადების წესები:

ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. წყალში გახსენით მაწონი და ფქვილი. დაამატეთ ქვაბში დაწამოადუღეთ. ხარშეთ რამდენიმე წუთი. ჩაამატეთ ათქვეფილი კვერცხი და სწრაფად მოურიეთ.  წამოადუღეთ, დაამატეთ მარილი, პილპილი და დაჭრილი კამა.

მაწვნის სუპს ხშირად ამატებენ ბრინჯს, ზოგჯერ კარტოფილსაც. თუ მათ დამატებას გადაწყვეტთ, სუპს ჯერ დაასხით წყალი და მოხარშეთ ბრინჯი ან კარტოფილი, ხოლო შემდეგ ჩაამატეთ მაწონში გახსნილი ფქვილი.

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 840 ჯერ