წვნიანი ხინკლის საიდუმლო

 ხინკალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული კერძია.

ამ კერძის წარმოშობაზე შეიძლება ბევრი იკამათო, თუმცა  ფაქტია, რომ ის საქართველოს  მთის კულტურის განუყოფელი ნაწილია. ხინკლის სამშობლოდ ფშავს მიიჩნევენ, სწორედ აქედან გავრცელდა ის საქართველოს დანარჩენ კუთხეებში. 

 ხინკლის მოსამზადებლად  საჭიროა მაგარი, უფუარი, ელასტიკური ცომი. სრულმარცვლოვანი ხორბლის ფქვილი განსაკუთრებულ გემოს სძენს ხინკალს.  მეორე მთავარი ინგრედიენტია ხორცის ფარში. მთაში ტრადიციულად გამოიყენებდნენ ცხვრის ხორცს.  ხინკლის ბარში გავრცელებასთან ერთად პოპულარული გახდა  ღორისა და საქონლის ხორცის ფარშის ხინკალი და ცხვრის  ფარშმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. მთაში ხორცს  დანით, ძალიან წვრილად კეპავდნენ, ახლა  ამ პროცედურისთვის უკვე ხორცსაკეპ მანქანას იყენებენ. მთის ხინკალი ბარისაზე ნაკლებად წვნიანი, თუმცა საოცრად გემრიელი და არომატულია. ეს ფაქტორი განპირობებულია არა მხოლოდ ახალთხალი, გემრიელი ხორცით, არამედ იმითაც, რომ  ფარშის შემადგენლობაში შედის მთის ბეგქონდარა, თვითონ ხორცი კი დანით არის დაკეპილი.  ბარში ამ სანელებლის ნაცვლად ხშირად ძირას იყენებენ. ტრადიციულ ხინკლის ფარშს  ემატება გატარებული ხახვი, ცოტაოდენი ნიორი, მარილი და პილპილი. ქინძი და ნებისმიერი სხვა სანელებელი ამ კერძისთვის ტრადიციული არ არის. ხინკალი რომ წვნიანი გამოვიდეს, რამდენიმე  ფაქტორი უნდა გავითვალსწინოთ: შერეულ ფარშში ღორის ხორცი ცხიმიანი უნდა იყოს; ფარშს უნდა დავუმატოთ მდუღარე წყალი; ცომი უნდა იყოს მაგარი და ელასტიკური, რომ ხარშვისას არ დასკდეს და ხინკალმა მთელი წვენი შეინარჩუნოს.  ზოგი დიასახლისი ფარშს ყინულის ნატეხებს უმატებს იმისათვის, რომ ხინკალი ადვილად მოიხვიოს და იყოს წვნიანი.  ხინკლის მხოლოდ საქონლის ხორცით მომზადებას არ გირჩევთ, ძალიან მაგარი გამოვა და არც წვენი ექნება. საუკეთესოა  ცხვრის, ღორისა და საქონლის ხორცის შეხამება.

 gastroguide.borjomi.com

წაკითხვა 4463 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.